ქიმიური ბმა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
→‎კოვალენტური ბმა: დაემატა ახალი ცნობები
ხაზი 8:
 
==ქიმიური ბმის სახეები==
===[[კოვალენტური ბმა]]===
{{მთავარი|კოვალენტური ბმა}}
კოვალენტური ბმა — ქიმიური ბმა, რომელიც ხორციელდება საზიარო [[ელექტრონ|ელექტრონების]] ხარჯზე. კოვალენტური ბმა შეიძლება იყოს როგორც ერთგვარ [[ატომი|ატომებს]]([[წყალბადი|H<sub>2</sub>]], [[ქლორი|Cl<sub>2</sub>]], [[აზოტი|N<sub>2</sub>]]) ისევე სხვადასხვა ატომებს(Si და C – SiC; H და O – [[წყალი|H<sub>2</sub>O]]) შორის. კოვალენტური ბმით წარმოქმნილი [[მოლეკულა]] ან [[ქიმიური ნაერთი]] მტკიცეა, ახასიათებს ნაკლები ქიმიური აქტივობა (მაგალითად პარაფინულ [[ნახშირწყალბადი|ნახშირწყალბადებს]]), მაღალი [[სისალე]](მაგ., კარბიდებს, სილიციდებს, ბორიდებს, ნიტრიდებს) და ცვეთამედეგობა. არსებობს კოვალენტური ბმის ორი ტიპი - სიგმა (σ) და პი (π). ისინი ერთმანეთისგან განსხვავდებიან ელექტრონული სიმკვრივის განაწილებით და სიმეტრიით განსხვავდებიან. მარტივი ბმები ქიმიურ ნაერთებში ჩვეულებრივ სიგმა(σ) ბმებია. ჯერად ბმებში ერთი ბმა აუცილებლად სიგმააა, ხოლო დანარჩენი პი. მაგალითად, სამმაგი ბმა(C≡C, N≡N) შედგება ერთი სიგმა და ორი პი(π)–ბმისგან.
 
კოვალენტური ბმა ორი ქვეტიპისაა: არაპოლარული და
პოლარული. ბმა არაპოლარულია, თუ მისი წარმომქმნელი ელემენტების ატომების [[ელექტროუარყოფითობა]] ერთნაირია (კერძო შემთხვევაა, ერთნაირი ატომებისაგან წარმოქმნილი [[მარტივი ნივთიერებები]]). ელექტროუარყოფითობა ეწოდება ელემენტის ატომის უნარს თავისკენ გადაწიოს ბმის წარმომქმნელი ელექტრონული წყვილი.
პოლარული კოვალენტური ბმის შემთხვევაში, ელექტრონული წყვილი გადაწეულია უფრო ელექტროუარყოფითი ელემენტის ატომისაკენ.
 
არსებობს კოვალენტური ბმის წარმოქმნის განსხვავებული მექანიზმი, როდესაც ბმა წარმოიქმნება მხოლოდ ერთი ელემენტის ატომის თავისუფალი ელექტრონული წყვილის ხარჯზე. ასეთ ბმას [[დონორულ-აქცეპტორული ბმა]] ეწოდება.
 
===[[იონური ბმა]]===
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ქიმიური_ბმა“-დან