აცტეკების იმპერიის დაპყრობა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 11:
 
ტაბასკოდან ფლოტილია კ. [[სან-ხუან-დე-ულუა]]მდე გავიდა. 21 აპრილს ესპანელები სანაპიროზე ჩამოვიდნენ და დააარსეს ქალაქი [[ვერაკრუსი (ქალაქი)|ვერაკრუსი]], რათა ზურგი დაეცვათ. ესპანელებს მექსიკელებისადმი დიდი უპირატესობა ჰქონდათ: ცეცხლსასროლი იარაღი, რკინის აბჯარი, საბრძოლო ცხენები. აცტეკების მმართველობა რაიონში სუსტი იყო, მათ მიერ დაპყრობილი ხალხები ეძებდნენ დამპყრობლებისგან გათავისუფლების გზას. კორტესმა ისინი თავის მხარეს გადაიბირა შეპირებებით, მოსყიდვითა და მუქარით. ამგვარად, კორტესის გზამკვლევი ერთ-ერთი დამორჩილებული ტომის ბელადის ქალიშვილი, მალინჩი, იყო.
 
== ტენოჩტიტლანი ==
აცტეკებს ჰქონდათ მითი თეთრ, ზღვიდან მოსულ წვერიან ღმერთზე, [[კეცალკოატლი|კეცალკოატლზე]]. ზოგიერთი აცტეკელი მღვდელი, მათთან ერთად კი მთელი ერი, თვლიდა, რომ [[ერნან კორტესი|კორტესი]], თეთრკანიანი წვერიანი ადამიანი, ჯავშნით აღჭურვილი და უცნაური მხედრების წინამძღოლი (ადამიანი და ცხენი ადგილობრივების აღქმაში ერთი მთლიანი იყო), — ეს იყო [[კეცალკოატლი]], რომელიც ციდან ჩამოვიდა. მაგრამ იმპერატორი [[მონტესუმა II]] სხვაგვარად თვლიდა. მოგვებმა იწინასწარმეტყველეს მისი იმპერიის დაცემა და მას სწამდა, რომ წინასწარმეტყველებამ ახდენა დაიწყო.
 
მონტესუმა, აცტეკების უზენაესი წინამძღოლი, ცდილობდა ესპანელების მოსყიდვას, რათა მათ უარი ეთქვათ მის დედაქალაქზე თავდასხმაზე. მაგრამ რაც მეტ ოქროსა და ძვირფასეულობას ჩუქნიდა მონტესუმა ესპანელებს, მით უფრო მეტად ილტვოდნენ ისინი [[ტენოჩტიტლანი]]ს აღებისკენ. მონტესუმა არადამაჯერებლად მოქმედებდა და გადაწყვიტა კონკისტადორები დედაქალაქში შემოეშვა. მონტესუმას სახელით კორტესი მართავდა ქვეყანას. მან აიძულა აცტეკების წინამძღოლებს ესპანეთის მეფისთვის ერთგულების ფიცი მიეცათ, შემდეგ კი მოითხოვა ხარკის გადახდა ოქროთი. ესპანელებმა აღმოაჩინეს მონტესუმას განძი, რომელიც იმდენად დიდი იყო, რომ მას სამი დღის განმავლობაში ათვალიერებდნენ. ნადავლის გაყოფის შემდეგ [[ერნან კორტესი|კორტესმა]] მიიღო განძის დიდი ნაწილი.
 
ამავდროულად [[დიეგო ველასკეს დე კუელიარი|ველასკესმა]] ვერაკრუსში გაგზავნა [[პანფილო დე ნარვაესი|ნარვაესი]] 18 ხომალდთან ერთად, რათა დაეჭირათ, „ცოცხლები ან მკვდრები“, კორტესი და მისი ჯარისკაცები. თუმცა ბრძოლაში თვალდაკარგული ნარვაესი ტყვედ აიყვანეს. კორტესის მიერ მოსყიდული ნარვაესის ოფიცრები და ჯარისკაცები დანებდნენ. სანამ კორტესი ტენოჩტიტლანიდან შორს იყო, ქალაქში მნიშვნელოვანი მოვლენები მოხდა.
 
[[ტენოჩტიტლანი|ტენოჩტიტლანში]] მორიგი ადამიანების მსხვერპლთშეწირვებით სავსე რელიგიური დღესასწაულის ჩატარებისთვის ემზადებოდნენ. [[პედრო დე ალვარადო]], რომელიც [[ერნან კორტესი|კორტესის]] ნაცვლად დარჩა ესპანური რაზმის სათავეში, რომელიც ას ადამიანს ითვლიდა, შეეცადა ხელი შეეშალა ადამიანებთა მსხვერპლთშეწირვისთვის. მაგრამ ქალაქში თავმოყრილი იყო ასი ათასამდე მეომარი, ამიტომაც [[პედრო დე ალვარადო|ალვარადოს]] მოუწია არათანაბარი ბრძოლის დაწყება. მან ტაძარში ერთი კვირა გაძლო და კორტესის დაბრუნებას დაელოდა.
 
[[ერნან კორტესი|კორტესი]] დაბრუნდა არა მხოლოდ თავის, არამედ პანფილო დე ნარვაესის მებრძოლებთან ერთადაც. მას ჰყავდა, დაახლოებით, 1300 ქვეითი და 97 მხედარი, ასევე 80 მეარბალეტე. ქალაქის ცენტრში ყოფნით ესპანელები პრაქტიკულად ასი ათასიანი ჯარის ალყაში იყვნენ. კორტესმა გადაწყვიტა ქალაქის ღამით დატოვება. ხიდები დამბებზე დაშლილი იყო აცტეკების მიერ, მაგრამ ესპანელებმა ისინი აღადგინეს ადგილობრივი მასალის მეშვეობით და ღამით ესპანელებმა დატოვეს [[ტენოჩტიტლანი]]. ავანგარდს მეთაურობდა [[გონსალო დე სანდოვალი]], ცენტრს — [[ერნან კორტესი]], ხოლო არიერგარდს — [[პედრო დე ალვარადო]].
 
მაგრამ ერთ-ერთმა დამკვირვებელმა შენიშნა, რომ ესპანელები უკან იხევდნენ და განგაში ატეხა. გემებზე მებრძოლების უზარმაზარმა მასამ შეუტია ესპანელებს. 1500 მებრძოლიდან 800 დაიღუპა. ამ ღამეს იმ დღიდან ესპანელებმა [[მწუხარების ღამე]] უწოდეს.
 
[[ერნან კორტესი|კორტესის]] რაზმმა ადამიანებთან ერთად ბევრი ცხენიც დაკარგა (დარჩა 26 დაჭრილი ცხენი). რაზმს აღარ ჰქონდა აღარც იარაღი და აღარც დენთი. თითქმის ყველა ჯარისკაცი დაჭრილი იყო. მოკავშირე ინდიელები ამის შემხედვარე დაიმალნენ თავიანთ დასახლებებში და ელოდნენ მოვლენების განვითარებას.
 
აცტეკების უზარმაზარი ჯარი — დაახლოებით 100 000 ადამიანი — ელოდებოდა ესპანელებს [[ოტუმბა]]ს დასახლების მახლობლად.
 
ესპანელების მცირე რაზმის ამ უზარმაზარ ჯართან შეტაკება შედგა. [[ერნან კორტესი|კორტესმა]] ამ ბრძოლაში მოკლა აცტეკების მთავარსარდალი — სიუაკი. ორი ათეული მხედრის მოხერხებული მოქმედებების წყალობით ესპანელებმა ეს ბრძოლა მოიგეს. ეს ბრძოლა, დემორალიზებულ მოკავშირე ინდიელებს სასწაულად ეჩვენათ და ისინი კვლავ შეუერთდნენ კორტესის ჯარს.
 
ესპანელები ტლაჰკალტეკებმა მიიღეს. ისინი ტლასკალაში 22 დღის განმავლობაში ისვენებდნენ და ძალებს იკრებდნენ.
 
[[ერნან კორტესი|კორტესმა]] არ დატოვა ფიქრები [[ტენოჩტიტლანი]]ს აღებასთან დაკავშირებით. ის ადგენდა აცტეკების ძირითადი ძალების განადგურების გეგმას, ამგვარად კი, მათი იმპერიის დამხობას. მდინარეზე აგებული ქალაქი, მისი გეგმით, უნდა აეღოთ ფლოტის მეშვეობით. მან გადაწყვიტა 12 ბრიგანტინის აშენება და მათი იარაღით აღჭურვა. დაეშალათ ხომალდები და ინდიური მტვირთველების დახმარებით გადაეტანათ ქვეყნის შიგნით, ხოლო [[ტენოჩტიტლანი]]ს გარშემო მდინარეებში კვლავ აეგოთ. ტლაჰკალტეკების წინამძღოლმა ესპანელებს საჭირო რაოდენობის მტვირთავები მისცა, რადგანაც უნდოდა [[ტენოჩტიტლანი]]ს დაცემის ნახვა. ის მზად იყო 10 ათასი მტვირთავი მიეცა, მაგრამ მხოლოდ 8 ათასი დასჭირდათ.
 
ხომალდები ააგეს, დაშალეს, გადაიტანეს (13 ბრიტანტინი) და ხელახლა ააგეს [[ტენოჩტიტლანი|ტენოჩტიტლანში]]. უძველესი წინასწარმეტყველება ხდებოდა. დაიწყო [[ტენოჩტიტლანის დაცემა|ტენოჩტიტლანის ბლოკადა]].
 
== ტენოჩტიტლანის დაცემა ==