ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 1:
'''ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდი''' — ორგანიზაცია [[საქართველო]]ში, რომლის მიზანი ბავშვთა და ახალგაზრდული კავშირების მხარდაჭერა, ახალგაზრდული ინიციატივების წახალისება, მათ მიერ დაგეგმილი პროექტების დაფინანსება, ღონისძიებების ორგანიზება და განხორციელებაა. შეიქმნა [[2000]] წელს. ფონდს აქვს [[საჯარო სამართლის იურიდიული პირი]]ს სტატუსი.
 
ფონდის საქმიანობა სახელმწიფოს ახალგაზრდული პოლიტიკის შემადგენელი ნაწილია. [[საქართველოს პარლამენტი]]ს მიერ [[1999]] წელს მიღებული კანონის „ბავშვთა და ახალგაზრდული კავშირების სახელმწიფოებრივი მხარდაჭერის შესახებ“ საფუძველზე საზოგადოებრივ ცხოვრებაში ბავშვებისა და ახალგაზრდების თვითრეალიზაცია და მათი უფლებების დაცვა სახელმწიფოს პრიორიტეტად იქცა. ეს კანონი ხელს უწყობს ბავშვთა და ახალგაზრდული კავშირების ეკონომიკური და ორგანიზაციული პირობების გაუმჯობესებას, მათი საქმიანობის სტიმულირებასა და გარანტიების სამართლებრივ უზრუნველყოფას.
 
დაარსების დღიდან ფონდი საქართველოს ახალგაზრდობის საქმეთა სახელმწიფო დეპარტამენტის, ხოლო მოგვიანებით [[2010]] წლამდე [[საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტრო|კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს]] დაქვემდებარებაში იყო. [[2010]] წლის [[ზაფხული]]დან, ფონდზე ადმინისტრაციულ კონტროლს [[საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო]] ახორციელებს.