ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ახალი გვერდი: {{მუშავდება|DEU}} '''ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდ...
 
No edit summary
ხაზი 1:
{{მუშავდება|DEU}}
'''ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდი''' — ორგანიზაცია [[საქართველო]]ში, რომლის მიზანი ბავშვთა და ახალგაზრდული კავშირების მხარდაჭერა, ახალგაზრდული ინიციატივების წახალისება, მათ მიერ დაგეგმილი პროექტების დაფინანსება, ღონისძიებების ორგანიზება და განხორციელებაა. შეიქმნა [[2000]] წელს. ფონდს აქვს [[საჯარო სამართლის იურიდიული პირი]]ს სტატუსი.
 
ფონდის საქმიანობა სახელმწიფოს ახალგაზრდული პოლიტიკის შემადგენელი ნაწილია. [[საქართველოს პარლამენტი]]ს მიერ 1999 წელს მიღებული კანონის „ბავშვთა და ახალგაზრდული კავშირების სახელმწიფოებრივი მხარდაჭერის შესახებ“ საფუძველზე საზოგადოებრივ ცხოვრებაში ბავშვებისა და ახალგაზრდების თვითრეალიზაცია და მათი უფლებების დაცვა სახელმწიფოს პრიორიტეტად იქცა. ეს კანონი ხელს უწყობს ბავშვთა და ახალგაზრდული კავშირების ეკონომიკური და ორგანიზაციული პირობების გაუმჯობესებას, მათი საქმიანობის სტიმულირებასა და გარანტიების სამართლებრივ უზრუნველყოფას.
ხაზი 6:
დაარსების დღიდან ფონდი საქართველოს ახალგაზრდობის საქმეთა სახელმწიფო დეპარტამენტის, ხოლო მოგვიანებით [[2010]] წლამდე [[საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტრო|კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს]] დაქვემდებარებაში იყო. [[2010]] წლის [[ზაფხული]]დან, ფონდზე ადმინისტრაციულ კონტროლს [[საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო]] ახორციელებს.
 
ფონდი უზრუნველყოფს საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს სათათბიროს მიერ განსაზღვრული პრიორიტეტების გათვალისწინებით შექმნილი პროექტების დაფინანსებას. ფონდის მიზანია, ხელი შეუწყოს ახალგაზრდა ორგანიზაციების ჩამოყალიბებას და მათ რეგიონულ განვითარებას. ფონდი თანამშრომლობს გამოცდილ და საიმედო პარტნიორებთან. ამასთან, ფონდი მუდამ ისწრაფვის ახალი კავშირების დამყარების, მნიშვნელოვანი და საინტერესო ინიციატივების მხარდაჭერისაკენ.
 
== საქმიანობა ==
ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის მიზანია ახალგაზრდულ კავშირთა მხარდაჭერა, რომელიც შემდეგი პრინციპების დაცვით ხორციელდება:
 
* ორგანიზაციათა საქმიანობაში ჰუმანურ და პატრიოტულ ღირებულებათა უპირატესობა;
* საქართველოს კონსტიტუციურ-სამართლებრივი პრინციპების აღიარება;
* სახელმწიფოებრივი მხარდაჭერით სარგებლობის თანასწორი უფლება.
 
ფონდი ყოველწლიურად გამოავლენს პრიორიტეტებს, რომლის საფუძველზეც ცხადდება საგრანტო [[კონკურსი|კონკურსები]] და ფინანსდება ახალგაზრდული პროექტები.