ლევ ტოლსტოი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
r2.7.2) (ბოტის წაშლა: diq:Lev Tolstoj
r2.7.3) (ბოტის დამატება: stq:Lew Nikolajewitsch Tolstoi; cosmetic changes
ხაზი 28:
 
== ბიოგრაფია ==
დაიბადა მდიდარ და დიდგვაროვან ოჯახში (მამა - გრაფი ნიკოლოზ ილიას ძე, [[1812]] სამამულო ომის მონაწილე; დედა - მარია ვოლკონსკაია). მშობლები ადრე გარდაეცვალა. იასნაია-პოლიანაში მიიღო საფუძვლიანი შინაური განათლება. [[1844]]-[[1847]] წლებში სწავლობდა [[ყაზანის უნივერსიტეტი|ყაზანის უნივერსიტეტში]]. [[1851]] უფროს ძმასთან ერთად გაემგზავრა [[კავკასია|კავკასიაში]]ში, სადაც [[თერგის ოლქი|თერგის ოლქის]] ერთ-ერთ სამხედრო ბანაკში განაწესეს. [[1852]] წელს თბილისში დაწერა პირველი [[მოთხრობა]] "ბავშვობა" (ამავე წელს დაიბეჭდა "სოვრემენნიკში"), რომელმაც შემდგომ "ყრმობასა" ([[1852]]-[[1854]]) და "სიჭაბუკესთან" ([[1855]]-[[1857]]) ერთად [[ავტობიოგრაფია|ავტობიოგრაფიული]] ტრილოგია შეადგინა. ამ პერიოდში [[1851]] წელს მწერალი [[თბილისი|თბილისს]] ესტუმრა. მასზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა [[საქართველოს სამხედრო გზა|საქართველოს სამხედრო გზამ]], [[დარიალის ხეობა|დარიალის ხეობამ]]. მოინახულა [[გერგეტი|გერგეტის სამების მონასტერი]]. თბილისში თითქმის ხუთი თვე დაყო. აქ მან მიიღო სამხედრო ჩინი და დაინიშნა სამსახურში. მის პირად წერილებში და [[1851]]-[[1853]] ჩანაწერებში ხშირად მოიხსენიება საქართველოს და [[ქართველები|ქართველებს]]. 90-იან წლებიდან გაძლიერდა ტოლსტოის კავშირი ქართველ ინტელიგენციასთან. პირადი ურთიერთობა და მიმოწერა ჰქონდათ [[ნაკაშიძე, ილია|ი. ნაკაშიძეს]], [[ნაკაშიძე, ნინო|ნ. ნაკაშიძეს]], ბ. გეგიძეს, გ. დადიანს, მ. ბოლქვაძეს, [[ყიფიანი, მიხეილ (მიშო)|მ. ყიფიანს]].
 
[[1854]] კავკასიიდან [[დუნაი]]ს არმიაში გადავიდა. [[ყირიმის ომი|ყირიმის ომის]] დროს [[სევასტოპოლი]]ს სახიფათო IV ბასტიონზე იბრძოდა. იქ მიღებულმა შთაბეჭდილებებმა მდიდარი მასალა მისცა "სევასტოპოლური მოთხრობებისათვის" (გამოქვეყნდა [[1855]]-[[1856]]), რომლებშიც დასმულია ომის, მშვიდობის, პატრიოტიზმის, სიკვდილ-სიცოცხლის, გმირობისა და მამაცობის პრობლემები. მწერლის აზრით, უბრალო ხალხს სძულს [[ომი]], გულმოდგინე შრომისათვის მას [[მშვიდობა]] სჭირდება, მაგრამ ქვეყნის, ნაშრომის, ოჯახის მტრისაგან დასაცავად ის იარაღით ხელში აღდგება. ომის ბედსაც სწორედ ხალხი წყვეტს. [[1855]] ტოლსტოი [[პეტერბურგი|პეტერბურგში]] ჩავიდა, დაუახლოვდა [[ნეკრასოვი, ნიკოლოზ|ნ. ნეკრასოვს]], [[ტურგენევი, ივანე|ი. ტურგენევს]], [[გონჩაროვი, ივანე|ი. გონჩაროვს]], [[ოსტროვსკი, ალექსანდრე|ა. ოსტროვსკის]], [[ჩერნიშევსკი, ნიკოლოზ|ნ. ჩერნიშევსკის]]. 1856 საბოლოოდ გამოეთხოვა სამხედრო სამსახურს . დასახლდა იასნაი-პოლიანაში. ერთი წლის შემდეგ ევროპაში იმოგყაურა. სამშობლოში დაბრუნებულმა 1859 იასნაი-პოლიანაში გახსნა [[სკოლა]] გლეხთა ბავშვებისათვის. გამოსცა პედაგოგიური ჟურნალი "იასნაია პოლიანა" (1862). ჩამოაზალიბა საკუთარი თეორია, რომელიც ეწინააღმდეგებოდა ძალადობაზე დამყარებულ ოფიციალურ პედაგოგიურ შეხედულებებს. შემდგომაც, 70-იან წლებში, ტოლსტოი კვლავ დაუბრუნდა პედაგოგიურ მოღვაწეობას იასნაია-პოლიანის სკოლაში. დაწერა "ანბანი" (1871-1872), "ახალი ანბანი" (1874-1875), მათ მიუსადაგა ოთხი "რუსული საკითხავი წიგნი", რომლებშიც შეიტანა თავისი [[მოთხრობა|მოთხრობები]], გადამუშავებული [[ზღაპარი|ზღაპრები]] და [[იგავ-არაკი|იგავ-არაკები]].
 
60-იანი მწერალმა წლებში გამოაქვეყნა რომანი "ოჯახური ბედნიერება" (1858-1859), მოთხრობები "კაზეკები" (1853-1863), "პოლიკუშკა" (1861-1863), ხოლო [[1863]]-[[1869]] მან შექმნა რომან-ეპოპეა "ომი და მშვიდობა" (პუბლიკაცია დაიწყო 1868). ტოლსტოის შემოქმედებაში უმნიშვნელოვანესია აგრეთვე რომანი "ანა კარენინა" ([[1873]]-[[1877]], გამოქვეყნდა [[1876]]-[[1877]]). მან ამ რომანში ასახა რეფორმის შემდგომ რუსეთის ცხოვრება.
ხაზი 37:
 
 
[[1910]] წელს ტოლსტოიმ სამუდამოდ მიატოვა იასნაია-პოლიანა და სამხრეთისაკენ გასწია, მაგრამ გზაში გარდაიცვალა. მწერლის ანდერძისამებრ, მის [[საფლავი|საფლავსაფლავს]] არ ამშვენებს არც ძეგლი და არც ჯვარი. [[ვაჟა-ფშაველა]] გამოეხმაურა მწერლის გარდაცვალებას ლექსით "ლევ ტოლსტოის სიკვდილზე".
 
== ლიტერატურა ==
ხაზი 155:
[[sq:Leon Tolstoi]]
[[sr:Лав Толстој]]
[[stq:Lew Nikolajewitsch Tolstoi]]
[[sv:Lev Tolstoj]]
[[sw:Leo Tolstoy]]
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ლევ_ტოლსტოი“-დან