რუალ ამუნდსენი: განსხვავება გადახედვებს შორის

შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ახალი გვერდი: thumb|150px|რუალ ამუნდსენი (1872-1928)რუალ ამუნდსენი (16 ივლისი [[1...
(განსხვავება არ არის)

07:39, 2 მაისი 2007-ის ვერსია

რუალ ამუნდსენი (16 ივლისი 1872 - 18 ივნისი 1928) ნორვეგიელი მოგზაური, პოლარეთის მკვლევარი. დაიბადა ვერვენის გემთსაშენის მფლობელი კაპიტნის ოჯახში. 1890-1892 წლებში სწავლობდა ქალაქ კრისტიანის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტზე. პირველმა გაიარა (1903-1906 წწ) ხომალდით "იოა" ამერიკის ჩრდილოეთ სანაპირო გრენლანდიიდან ალასკამდე (ჩრდილო-დასავლეთ გასასვლელით) და გამოიკვლია კანადის არქტიკული არქიპელაგის რამდენიმე კუნძული . ჩაატარა ანტარქტიკული ექსპედიცია (ხომალდით "ფრამი"), პირველმა მიაღწია სამხრეთ პოლუსს 1911 წლის 14 დეკემბერს (ერთი თვით დაასწრო ინგლისელ რობერტ სკოტს). 1918-1920 წლებში ხომალდ "მოდით" გაიარა ევრაზიის ჩრდილოეთ სანაპირო დასავლეთიდან აღმოსავლეთისკენ. 1926 წელს განახორციელა პირველი ტრანსარქტიკული გადაფრენა დირიჟაბლით "ნორგე" - მარშრუტით: შპიცბერგენი - ჩრდილოეთ პოლუსი - ალასკა. 1928 წელს ჰიდროთვითმფრინავ "ლატამით" გაემგზავრა უ. ნობილეს იტალიური ექსპედიციის მოსაძებნად და დაიღუპა ეკიპაჟთან ერთად ბარენცის ზღვაში. ამუნდსენის პატივსაცემად მისი სახელი დაერქვა ზღვას, მტასა და აშშ-ს სამეცნიერო სადგურს (ამუნდსენ-სკოტი) ანტარქტიდაში, აგრეთვე ყურესა და ქვაბულს ჩრდილო ყინულოვან ოკეანეში.

რუალ ამუნდსენი (1872-1928)