გეოგრაფიული რუკა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ბოტის დამატება: jv:Péta
დაემატა ახალი ცნობები, განახლდა მოძველებული მონაცემები
ხაზი 2:
რუკაზე გეოგრაფიული ობიექტების შემცირების ხარიხს გვიჩვენებს მასშტაბი.
რუკების უმრავლესობას არაერთი საერთო მახასიათებელი გააჩნია. ყოველ რუკაზე წარმოდგენილი [[მასშტაბი]], გრადუსთა ბადე, პირობითი ნიშნები და გეოგრაფიული ობიექტების ნაწილი. გეოგრაფიული ობიექტებიდან ძირითადია სანაპირო ხაზი, მდინარეები, წყალსატევები, გზები, მთავარი ქალაქები, პოლიტიკური საზღვრები და სხვ. აღნიშნული მახასიათებლები რუკის ზოგადგეოგრაფიულ ფონს (საფუძველს) წარმოადგენს, რომლის მიხედვითაც გეოგრაფიული მოვლენები და პროცესები წარმოჩინდება.
რუკაზე გეოგრაფიული ობიექტის შემცირების ხარისხს [[მასშტაბი]] განსაზღვრავს. მასშტაბს ჩვეულებრივ წილადით აღნიშნავენ. ზოგჯერ რუკაზე მოცემულია ხაზოვანი მასშტაბი, რომელიც დაყოფილია სანტიმეტრებად, ყოველ სანტიმეტრს კი შეესაბამება კონკრეტული მანძილი დედამიწის ზედაპირზე.
 
==დედამიწის ფორმა და სიდიდე==
== რუკის ისტორია ==
 
 
დედამიწა, რომელზეც ჩვენ ვცხოვრობთ, ერთ-ერთი პლანეტაა მზის სისტემის ცხრა პლანეტიდან. ისევე, როგორც სხვა პლანეტები, დედამიწა სფეროა, რომლის დიამეტრია 12750 კმ. დედამიწის გარშემოწერილობა 40000 კმ-ზე მეტია. ჩვენი პლანეტა ოდნავ შეზნექილია: მისი პოლარული რადიუსი 21 კმ-ით ნაკლებია ეკვატორულ რადიუსზე. დედამიწის მოდელს წარმოადგენს ''გლობუსი'', რომელზეც შემცირებული სახით გამოსახულია კონტინენტები, ოკეანეები, კუნძულები, ნახევარკუნძულები, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ჩვენი პლანეტის ზედაპირი. გლობუსის რადიუსი მილიონჯერ ნაკლებია, და განსხვავება დედამიწის პოლარულ და ეკვატორულ რადიუსებს შორის გლობუსზე მილიმეტრის მეათედია, ე.ი. ქაღალდის ფურცელზე ნაკლები. გასაგებია ისიც, რომ გლობუსზე შეზნექილობის ჩვენება შეუძლებელია.
ადამიანი რუკებს უძველესი დროიდან ქმნიდა, რითაც თვალსაჩინო წარმოდგენა ეძლეოდა გეოგრაფიული ობიექტების ურთიერთგანლაგებაზე. რუკების კრებადობას ატლასი ეწოდება. ტერმინი [[ატლასი]] შემოტანილია აღორძინების ხანაში ფლამანდრიელი კარტოგრაფის [[მერკატორი]]ს მიერ.
 
'''გლობუსზე დედამიწის გამოსახულების თავისებურებანი'''. გლობუსი დედამიწის მოდელია, ამიტომ დედამიწის გარეგანი სახე ყველაზე სწორად გლობუსზეა გამოსახული, უფრო ზუსტად არის გადმოცემული მასზე ოკეანეების, კონტინენტების, სახელმწიფოების და სხვა გეოგრაფიული ობიექტების მოხაზულობა. აი, ამიტომაც, ჩვენი პლანეტის შესწავლის დროს მეცნიერები უკვე დიდი ხანია გლობუსს იყენებენ.
ერთ-ერთი პირველი გლობუსი ჯერ კიდევ XV საუკუნეში შექმნა გერმანელმა გეოგრაფმა '''ბეჰაიმმა'''. XVIII საუკუნეში დაამზადეს დიდი აკადემიური გლობუსი, რომელიც სანკტ-პეტერბურგი ინახება.
 
'''გლობუსის მასშტაბები'''. გლობუსებს ისევე, როგორც გეოგრაფიულ რუკებს, აქვს მასშტაბი, რომელიც იწერება მასზე. სასწავლო მიზნით ძირითადად უშვებენ სამი მსაშტაბის გლობუსებს. ყველაზე პატარა გლობუსს აქვს 1: 83 000 000 მასშტაბი, საშუალოს 1:50 000 000 და პატარას 1:30 000 000. მაშასადამე, დიდ გლობუსზე დედამიწის ზედაპირის ყველა ობიექტი შემცირებულია 30 მილიონჯერ, საშუალოზე 50 მილიონჯერ და პატარაზე 83 მილიონჯერ. გლობუსზე მანძილს ზომავენ გამჭვირვალე, ელასტიკური სახაზავის საშუალებით. მაგალითად, თუ საშუალო გლობუსზე სახაზავით გაზომილი მანძილი მოსკოვიდან ეკვატორამდე უდრის 12 სმ, მაშინ ამ ხაზის ნამდვილი სიგრძე იქნება 6000 კმ (500×12=6000). გლობუსზე მანძილის გაზომვა შეიძლება აგრეთვე ქაღალდის ზოლის ან ძაფის საშუალებით.
 
== გეოგრაფიული რუკები. რუკების მასშტაბები ==
 
 
რუკა კაცობრიობის უდიდესი გამოგონებაა. გეოგრაფიული რუკა არის დედამიწის ზედაპირის შემცირებული და განზოგადებული გამოსახულება სიბრტყეზე. გეოგრაფიული ობიექტები რუკაზე მოცემულია პირობითი ნიშნებით. ადამიანი რუკებს უძველესი დროიდან ქმნიდა, რითაც თვალსაჩინო წარმოდგენა ეძლეოდა გეოგრაფიული ობიექტების ურთიერთგანლაგებაზე. რუკების კრებადობას ატლასი ეწოდება. ტერმინი [[ატლასი]] შემოტანილია აღორძინების ხანაში ფლამანდრიელი კარტოგრაფის [[მერკატორი]]ს მიერ. გეოგრაფიულ რუკებზე გამოსახავენ მთელ სახელმწიფოებს, ზოგჯერ რამდენიმე სახელმწიფოს და მთელ დედამიწასაც.
 
ამჟამად ქაღალდის რუკების გარდა არსებობს [[ელექტრონული რუკები]] — რუკები, რომელიც გამოსახულია კომპიუტერის ეკრანზე. ამგვარი რუკების მეშვეობით მანძილების და სხვა კარტოგრაფიული გაზომვების ჩატარება ბევრად ადვილი, სწრაფი და ზუსტია. მასზე მხოლოდ ხაზის გატარებაა საჭირო ნებისმიერ ორ პუნკტს შორის, მონაცემებს კი სპეციალური პროგრამა მყისიერად დაითვლის. ერთ-ერთი ამგვარი კომპიუტერული პროგრამაა [[Google Earth]].
 
 
'''მსოფლიოს რუკა'''. თუ გლობუსს ერთ-ერთ მერიდიანზე შუაზე გავჭრით, მივიღებთ ორ ნახევარსფეროს, რომელთაგან თითოეულზე გამოსახული იქნება დედამიწის ზედაპირის ნახევარი. ყველა გეოგრაფიულ რუკაზე მითითებულია მასშტაბი. მასშტაბზე დამოკიდებულებით არის '''მსხვილმასშტაბიანი''', '''საშუალომასშტაბიანი''' და '''წვრილმასშტაბიანი''' რუკები. უფრო წვრილმასშტაბიანი იქნება ის რუკა, რომელზედაც მეტია შემცირება ნატურასთან შედარებით.
 
== პარალელები და მერიდიანები ==
 
გლობიუსზე და გეოგრაფიულ რუკებზე დატანილია წვრილი ხაზები. რას ნიშნავს ეს ხაზები და რატომაა დატანილი? ეს ხაზები აუცილებელია. მათი საშუალებით ადვილად მოვძებნით ნებისმიერ წერტილს გლობუსსა და რუკაზე. ისინი საჭიროა აგრეთვე რუკების დასამზადებლად. დედამიწის ზედაპირის მიერ დედამიწის ღერძის გადაკვეთის წერტილებს [[პოლუსები]] ეწოდება. ამ ღერძის გარშემო დედამიწა 24 საათში ერთხელ შემობრუნდება. დედამიწის ზედაპირზე არის ორი პოლუსი - ჩრდილოეთი და სამხრეთი პოლუსები.
 
'''პარალელები'''. გლობუსზე პოლუსებიდან თანაბარი მანძილის დაშორებით გავლებულია წრეხაზი, რომელსაც [[ეკვატორი]] ეწოდება. ეკვატორის პარალელურად გლობუსზე განსაზღვრული მანძილების შემდეგ გავლებულია წრეხაზები, რომელთაც [[პარალელები]] ეწოდება. პარალელები გლობუსებსა და რუკებზე მიმართულია დასავლეთით და აღმოსავლეთით. ისინი სიგრძით ტოლი არაა. ყველაზე გრძელი პარალელია ეკვატორი, ყველაზე მოკლეები - პოლუსების ახლოს გადის.
 
'''მერიდიანები'''. გლობუსზე ჩრდილოეთ და სამხრეთ პოლუსებზე გავლებულია წრეხაზები, რომელთაც [[მერიდიანები]] ეწოდება. დედამიწის ზედაპირის ყოველ წერტილში შეიძლება მერიდიანის გავლება. შუადღისას გნომონის ჩრდილი არის თქვენი ადგილის მერიდიანის, ე.ი. ადგილობრივი მერიდიანის მიმართულება. 1°-ის ტოლი მერიდიანის რკალის სიგრძე უდრის დაახლოებით 111კმ (40 000 კმ:360≈111კმ). რაკი ეს სიდიდე ვიცით, შეიძლება მასშტაბის გარეშე განისაზღვროს მანძილი ნახევარსფეროების რუკაზე. მაგალითად, რკალის სიგრძე. ჩრდილოეთ პოლუსებიდან ეკვატორამდე უდრის 90°, მაშასადამე ეს მანძილი შეადგენს 9 990 კმ (111 კმ×90=9 990 კმ).
 
== საჭირო წერტილის პოვნა გლობუსსა და რუკაზე ==
 
'''გეოგრაფიული განედი'''. [[გეოგრაფიული განედი]] არის მანძილი დედამიწის ზედაპირის რომელიმე წერტილამდე ეკვატორის ჩრდილოეთით ან სამხრეთით, გამოხატული გრადუსობით. მაგალითად, სიეცის არხი მდებარეობ ჩრდილოეთ განედის 30°-ზე (შემოკლებით ჩ.გ.). მაშასადამე, ნებისმიერი წერტილის გეოგრაფიული განედი რომ განვსაზღვროთ რუკაზე ან გლობუსზე, უნდა ვიცოდეთ რომელ პარალელზე მდებარეობს იგი. ეკვატორიდან ჩრდილოეთით მდებარე ნებისმიერი წერტილი ჩრდილოეთ განედისაა, ხოლო ეკვატორიდან სამხრეთით მდებარე ნებისმიერი წერტილი სამხრეთის განედი იქნება (შემოკლებით ს.გ.). მაგალითად, [[კუნძული ცეცხლოვანი მიწა]] მდებარეობს ს.გ. 55°-ზე და ა.შ.
 
'''გეოგრაფიული გრძედი'''. გეოგრაფიული გრძედი არის მანძილი საწყისი მერიდიანიდან დედამიწის ზედაპირის რომელიმე წერტილამდე, გამოხატული გრადუსობით. საწყისი (ანუ ნულოვანი) მერიდიანი შერჩეულია პირობითად და გადის [[გრინვიჩის ობსერვატორიაზე]], რომელიც ლონდონშია. ამ მერიდიანის აღმოსავლეთით იქნება აღმოსავლეთის გრზედი (შემოკლებით ა.გ.), დასავლეთით - დასავლეთის გრძედი (დ.გ.). ნებისმიერი მერიდიანის გრძედის გრადუსები გლობუსსა და ნახევარსფეროების რუკაზე აღინიშნება ეკვატორზე. დედამიწის ნებისმიერი წერტილის განედი და გრძედი არის მისი [[გეოგრაფიული კოორდინატები]].
 
==რელიეფის გამოსახვა წვრილმასშტაბიან რუკებზე. სიმაღლეთა სკალა. შრეებრივი სეფარდება==
 
გეგმებსა და ტოპოგრაფიულ რუკებზე რელიეფი გამოისახება ჰორიზონტალების საშუალებით. მაგრამ, რაც უფრო მცირეა რუკის მასშტაბი, მით უფრო ნაკლებად თვალსაჩინო და უფრო პირობითი ხდება რელიეფის გამოსახულება.
 
'''ჰორიზონტალები ფიზიკურ რუკებზე'''. ფიზიკურ რუკებზე ჰორიზონტალებს ავლებენ უფრო მეტ და სხვადასხვა მანძილებზე. რადგან ფიზიკურ რუკებზე ჰორიზონტალებს შორის მანძილები სიმაღლის მიხედვით ძალიან დიდია, რამდენიმე ათეული მეტრის ამაღლებების ასეთ რუკებზე გამოსახვა არ შეიძლება.
 
'''შრეებრივი შეფერადება'''. ფიზიკურ რუკებზე რელიეფი ჰორიზონტალებითა და [[შრეებრივი შეფერადებით]] გამოისახება. მაგალითად, უბნებს, რომელთა აბსოლუტური სიმაღლე 0-დან 200 მ-მდეა, მწვანედ აფერადებენ, 200-დან 500 მ-მდე - ღია ყავისფრად და ა.შ. რომელ სიმაღლეს შეესაბამება თითოეული ფერი ჩანს რუკის ქვემოთ მოთავსებული ტაბულიდან, რომელსაც [[სიმაღლეთა სკალა]] ეწოდება. სიმაღლეთა სკალის გამოყენებით შეიძლება სწრაფად განსაზღვროთ ტერიტორიის რომელიმე უბნის დაახლოებითი აბსოლუტური სიმაღლე. ჰორიზონტალებს შორის ზოლების შეფერადების ერთნაირობა უნებლიეთ ქმნის სიმაღლის ერთნაირობის შთაბეჭდილებას მთელი ამ ზოლის ფარგლებში, საც რა თქმა უნდა სწორი არ არის. მიუხედავად ასეთი ზოლის შეფერადების ერთნაირობისა,, მის ფარგლებში სიმაღლეები თანდათან მატულობს იმ ჰორიზონტალის მხარეს, რომლის აბსოლუტური სიმაღლე მეტია. შრეებრივი შეფერადების გარდა, ფიზიკურ რუკებსა და გლობუსებზე ზოგიერთი მწვერვალის ან ღრმულის აბსოლუტური სიმაღლე ნაჩვენებია მეტრობით. მაგალითად, იალბუზის (ჩ.გ. და ა.გ. 43°) აბსოლუტური სიმაღლე უდრის 5642 მ, ხოლო კასპიის ზღვის აღმოსავლეთ ნაპირზე ღრმულის სიმაღლე - 132მ.
 
''რუკებს დიდი მნიშვნელობა აქვს გეოგრაფიულ გამოკვლევებში. სანამ შეუდგებოდნენ გეოგრაფები რომელიმე რაიონის შესწავლას, ყურადღებით სწავლობენ ამ რაიონის ტერიტორიის რუკას. რუკების მიხედვით განსაზრვრავენ შესწავლის ობიექტებს, დასახავენ მარშრუტებს და ა.შ. ადგილის ტერიტორიის გამოკვლევის შედეგები იძლევა მრავალ ახალ მონაცემს, რომლებიც დააქვთ რუკაზე''.
 
 
 
==რესურსები ინტერნეტში==
Line 24 ⟶ 62:
* [http://www.gettysburg.edu/library/gettdigital/maps/stuckenberg_maps.htm John H.W. Stuckenberg Map Digital Collection at Gettysburg College]
* [http://www.journalofmaps.com/ Journal of Maps]
 
[[წყარო: ნ.ა. მაქსიმოვი "ფიზიკური გეოგრაფია"]]