თარგი:ესკიზი-არქეოლოგია: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 5:
 
 
1. “ფესტოსის დისკოს” ისტორია
1. “ფესტოსის დისკოს” ისტორია 1908 წ-ს იტალიელმა არქეოლოგმა ლ. პერნიემ “ფესტოსის დისკო” აღმოაჩინა საბერძნეთში, კუნძულ კრეტაზე, საარქეოლოგო ქალაქ ფესტოსში. იგი პირობითად დათარიღებულია ძვ.წ. 1850_1600 წწ-ით. ამჟამად თიხის დისკო ინახება ირაკლიონის არქეოლოგიის მუზეუმში. 1992 წ-ს ვლადიკავკაზში ნაპოვნი იქნა “ფესტოსის დისკოს” მსგავსი თიხის ფირფიტის ფრაგმენტი, რომლის შესახებ ვლ. კუზნეცოვმა გამოაქვეყნა მეცნიერული გამოკვლევა: “კავკასიის არქეოლოგიური გამოცანა”. ამ დრომდე იყო “ფესტოსის დისკოს” ნიშანთა კომპლექსის გაშიფვრის მცდელობები ძველ ენებზე (მაგ.: ბერძნული დიალექტები, ხეთური, ეგვიპტური, სემიტური ენები და ა.შ.). დისკოს იკვლევდნენ მსოფლიოში გამოჩენილი მეცნიერები: სერ არ. ევანსი, ელ. კობერი, მ. ვენტრისი, ჯ. ჩედვიკი და სხვები. ავსტრიელმა ენათმეცნიერმა ჰ. რ. ძებიშმა 1988 წ-ს ბუდაპეშტში, ეირენეს საერთაშორისო კონგრესზე განაცხადა, რომ “ფესტოსის დისკოს” წარწერის ენა პროტოქართულია. ის თავის წიგნში (“პელაზგური _ იბერიული ენა”) ამტკიცებს, რომ წინარებერძნული მოსახლეობის ენა, კერძოდ, “პელაზგური ქართველურ ენათა დედაა”. წინაბერძნული მოსახლეობის ენისა და კავკასიური ენების ნათესაობის შესახებ ჰიპოთეზები წამოაყენეს გამოჩენილმა პროფესორებმა: ვ. ჰუმბოლდტმა, პ. კრეჩმერმა, ან. მეიემ, ედ. შვიცერმა, ფ. შახერმეირმა, ს. ყაუხჩიშვილმა, ს. ჯანაშიამ, ვლ. გეორგიევმა, აკ. ურუშაძემ, ედ. ფურნეემ, თ. გამყრელიძემ, რ. გორდეზიანმა, ზ. გამსახურდიამ და სხვებმა.
 
 
2. ჩემს მიერ “ფესტოსის დისკოს” წარწერის გაშიფვრის შედეგები
2. ჩემს მიერ “ფესტოსის დისკოს” წარწერის გაშიფვრის შედეგები ქართველური ენების შესწავლითა და ხანგრძლივი მეცნიერული კვლევა-ძიებით მივედი შემდეგ დასკვნამდე: I. კოლხი კორიბანტების მიერ შექმნილი “კირბის,” ანუ წერილ-ფირფიტის _ “ფესტოსის დისკოს” წარწერის ენა კოლხურია; წინაელინურ პერიოდში კრეტაზე მოსახლე პელასგების დედაღვთაების კიბელეს ქურუმები _ კორიბანტები კოლხთაგანნი არიან და დამწერლობის _ კირბების შექმნა მიეწერებათ, ამბობს სტრაბონი (აკ. ურუშაძე). კირბებზე ცნობა შემოგვინახეს ძველბერძენმა ავტორებმა: კრატინემ, ლისიამ, პლატონმა, თეოპომპე ქიოსელმა, აპოლონიოს როდოსელმა, აპოლოდოროს ათენელმა, სტრაბონმა, პლუტარქემ და ა.შ. II. დისკოზე დაბეწდილი ნახატნიშნები “კოლხური ოქროდამწერლობაა”; “კოლხური ოქროდამწერლობის” შესახებ ცნობები უმთავრესად შემოგვინახეს ძველბერძენმა ავტორებმა: ევჰემეროსმა, ხარაქს პერგამონელმა, იოანე ანტიოქელმა და ევსტათეოსმა. III. მისი ტექსტი წარმოადგენს საგალობელს _ “ნენანას”, რომელიც ეძღვნება პელაზგურ-კოლხურ დიდ დედაღვთაება ნანას. მოგვიანებით, ქრისტიანულ ეპოქაში, “ნენანას”, როგორც რელიგიის ისტორიიდან ცნობილია, ივერონის მონასტრის ბერები ათონის წმინდა მთაზე უგალობდნენ ვითარცა ღვთისმშობელს (ეპისკოპოსი პორფირი უსპენსკი, 1877 წ.; მიტროპოლიტი ანანია ჯაფარიძე).
ქართველური ენების შესწავლითა და ხანგრძლივი მეცნიერული კვლევა-ძიებით მივედი შემდეგ დასკვნამდე:
I. კოლხი კორიბანტების მიერ შექმნილი “კირბის,” ანუ წერილ-ფირფიტის _ “ფესტოსის დისკოს” წარწერის ენა კოლხურია; წინაელინურ პერიოდში კრეტაზე მოსახლე პელასგების დედაღვთაების კიბელეს ქურუმები _ კორიბანტები კოლხთაგანნი არიან და დამწერლობის _ კირბების შექმნა მიეწერებათ, ამბობს სტრაბონი (აკ. ურუშაძე). კირბებზე ცნობა შემოგვინახეს ძველბერძენმა ავტორებმა: კრატინემ, ლისიამ, პლატონმა, თეოპომპე ქიოსელმა, აპოლონიოს როდოსელმა, აპოლოდოროს ათენელმა, სტრაბონმა, პლუტარქემ და ა.შ.
II. დისკოზე დაბეწდილი ნახატნიშნები “კოლხური ოქროდამწერლობაა”; “კოლხური ოქროდამწერლობის” შესახებ ცნობები უმთავრესად შემოგვინახეს ძველბერძენმა ავტორებმა: ევჰემეროსმა, ხარაქს პერგამონელმა, იოანე ანტიოქელმა და ევსტათეოსმა.
III. მისი ტექსტი წარმოადგენს საგალობელს _ “ნენანას”, რომელიც ეძღვნება პელაზგურ-კოლხურ დიდ დედაღვთაება ნანას. მოგვიანებით, ქრისტიანულ ეპოქაში, “ნენანას”, როგორც რელიგიის ისტორიიდან ცნობილია, ივერონის მონასტრის ბერები ათონის წმინდა მთაზე უგალობდნენ ვითარცა ღვთისმშობელს (ეპისკოპოსი პორფირი უსპენსკი, 1877 წ.; მიტროპოლიტი ანანია ჯაფარიძე).