ბარდა (ქალაქი): განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
r2.7.3) (ბოტის დამატება: vi:Berde, Ankola
r2.7.3) (Robot: Modifying ar:باردا to ar:بردع; cosmetic changes
ხაზი 45:
|კატეგორია ვიკისაწყობში =
}}
'''ბარდა''', ''ბარდავი'' ([[აზერბ.]] Bərdə), ([[არაბ.]] - ბერდაა, [[სომხ.]] - პარტავი), ქალაქი [[აზერბაიჯანი|აზერბაიჯანში]], ყარაბაღის ვაკეზე, მდინარე ტერტერის ორივე ნაპირას, [[ბარდის რაიონი|ბარდის რაიონის]] ცენტრი.
 
დღევანდელი ბარდიდან რამდენიმე [[კილომეტრი]]ს დაშორებით ისტორიული ბარდავის ნანგრევებია. როგორც ჩანს, ქალაქი აქ უკვე [[IV საუკუნე]]ში არსებობდა. [[V საუკუნე]]ში ბარდავი [[კავკასიის ალბანეთი|ალბანეთის]] მეფეების და ალბანეთის ქრისტიანული ეკლესიის სატახტო ქალაქი იყო, ისევე როგორც მნიშვნელოვანი სავაჭრო და კულტურული ცენტრი. [[VIII საუკუნე|VIII საუკუნის]] დასაწყისში [[არაბები|არაბებმა]] დაიპყრეს. ქალაქი საქარავნო გზების შესაყარზე მდებარეობდა და მსხვილი სავაჭრო-სახელოსნო ცენტრი იყო. [[X საუკუნე]]ში [[სალარიდები|სალარიდებს]] ემორჩილებოდა, იმავე საუკუნეში ჩრდილოეთიდან მოსულმა [[რუსები|რუსებმა]] დაიკავეს. [[1192]]-[[1193]] წლებში [[საქართველო|ქართველთა]] ჯარმა დალაშქრა. შემდგომ საუკუნეებში განუწყვეტელი ომების შედეგად ქალაქი დაკნინდა. [[XVIII საუკუნე|XVIII საუკუნის]] I ნახევარში თათარ-მონღოლთა ლაშქრობების შემდეგ ბარდავი სოფლად გადაიქცა.
 
== ღირსშესანიშნაობა ==
ბარდავში შემონახულია შუა საუკუნეების ხუროთმოძღვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ძეგლი - [[მავზოლეუმი]] ([[1322]], ხუროთმოძღვარი [[აჰმედ ეიუბ ალ-ჰაფიზ-ოღლუ]]). მდიდრულად შემკული ორპორტალიანი, აგურით ნაგები ცილინდრული ფორმის კოშკი მოპირკეთებულია უბრალო და მოჭიქული აგურით. იქვე ახლოს მეორე, ე. წ. ახსადანბაბას (XIV ს.) მავზოლეუმის ნანგრევებია (როგორც ჩანს, აგებულია იმავე ხუროთმოძღვრის მიერ), შემორჩენილია აგრეთვე იმამ-ზადეს მავზოლეუმ-მეჩეთი ([[XVII საუკუნე|XVII]]-[[XIX საუკუნე]]ები).
 
ხაზი 57:
[[კატეგორია:ისტორიული ქალაქები]]
 
[[ar:باردابردع]]
[[az:Bərdə (şəhər)]]
[[ca:Bardaa]]
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ბარდა_(ქალაქი)“-დან