ზემო ავჭალის ჰიდროელექტროსადგური: განსხვავება გადახედვებს შორის
[შემოწმებული ვერსია] | [შეუმოწმებელი ვერსია] |
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
მ r2.7.3) (ბოტის დამატება: cs:Vodní elektrárna Zahesi, ru:Земо-Авчальская ГЭС |
No edit summary |
||
ხაზი 1:
'''ზემო ავჭალის ჰიდროელექტროსადგური''' (''ზაჰესი'') — პირველი მძლავრი [[ჰიდროელექტროსადგური]] [[საქართველო]]ში, მდინარე [[მტკვარი|მტკვარზე]] ქ. [[მცხეთა]]სთან, მტკვრისა და [[არაგვი]]ს შესართავის მახლობლად. ზაჰესის მშენებლობას განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა საქართველოს ეკონომიკური აღდგენისა და განვითარებისათვის. 1922 წლის 23 მაისს მუშათა და ჯარისკაცთა დეპუტატების თბილისის საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება ზემო
ჰესის პირველი რიგი 1927 წელს გადაეცა საექსპლოატაციოდ. სრული სიმძლავრით ზაჰესი 1938 წელს ამუშავდა. ზაჰესის დადგმული სიმძლავრეა 36,8 ათ. კვტ. ელექტროენერგიის საშუალო წლიური გამომიშავება 203 მლნ. კვტ.სთ შეადგენს. ჰიდროკვანძში შედის სათავის ბეტონის კაშხალი (სიმაღლე 34 მ), წყალმიმღები, სადერივაციო არხი (სიგრძე 3 კმ), სადაწნეო აუზი და ჰესის შენობა. კაშხალი ქმნის სადღეღამისო რეგულირების წყალსაცავს. 1952 წელს დასრულდა ჰესის ავტომატიზაცია. 1947 წელს დაჯილდოვდა [[შრომის წითელი დროშის ორდენი]]თ. 1927 წელს ჰესის ტერიტორიაზე დაიდგა ვ. ი. [[ლენინის]] ერთ-ერთი პირველი ძეგლი სსრკ-ში (მოქანდაკე [[ივანე შადრი]]).
|