78 022
რედაქტირება
[შემოწმებული ვერსია] | [შემოწმებული ვერსია] |
მ (ბოტის დამატება: az:Malyariya paraziti) |
მ (r2.7.3) (ბოტის დამატება: jv:Plasmodium; cosmetic changes) |
||
[[ფაილი:Plasmodium.jpg|thumb|]]
'''პლაზმოდიუმი''' (Plasmodium), პარაზიტული [[უმარტივესები]]ს გვარი [[ჰემოსპორიდიები]]ს რიგისა. შეიცავს 60-ზე მეტ სახეობას, რომლებიც [[ხერხემლიანები]]სა და [[ადამიანი]]ს [[პარაზიტები]]ა და იწვევენ [[მალარია]]ს. პლაზმოდიუმის გადამტანია [[მალარიის კოღო]]
მაკროგამეტოციდები მასპინძლის ორგანიზმშივე გარდაიქმნება მაკროგამეტებად, მიკროგამეტოციტების განვითარება კი მხოლოდ კოღოს ორგანიზმში მიმდინარეობს. მაკროგამეტები მიკროგამეტოციტებთან ერთად სისხლის წოვის დროს ხვდება კოღოს კუჭში; აქ მიკრო გამეტოციტი იძლევა რამდენიმე მიკროგამეტას, რომლებიც ერწყმიან მაკროგამეტებს და იქცევიან მოძრავ ზიგოტებად — ოოკინეტებად. ესენი იფარებიან გარსებით და გარდაიქმნებიან ოოცისტებად (ზიგოცისტებად). მათი მრავალჯერადი გაყოფით მიიღება მრავალი (10 ათასამდე) აქტიურად მოძრავი [[სპოროზოიტი]], რომლებიც ხვდებიან სანერწყვე ჯირკვლებში და სისხლის წოვის დროს კვლავ მასპინძელში ხვდებიან. ადამიანის პარაზიტია პლაზმოდიუმის 4 სახეობა: [[Plasmodium vivax]], [[Plasmodium malariae]], [[Plasmodium falciparum]] და [[Plasmodium ovalis]], რომელთა გადამტანია [[Anofeles]]-ის გვარის კოღოები. [[პრიმატები]]ს პარაზიტებია Plasmodium reichenowi, Plasmodium knowlesi და სხვა. დანარჩენი ხერხემლიანებისა — [[Plasmodium berghei]], [[Plasmodium relictum]], [[Plasmodium agamae]], [[Plasmodium bufonis]] და სხვა.
== ლიტერატურა ==
* [[ქსე]], ტ. 8, გვ. 92, თბ., 1984
[[id:Plasmodium]]
[[it:Plasmodium]]
[[jv:Plasmodium]]
[[ko:말라리아원충]]
[[la:Plasmodium]]
|