სვია (მცენარე): განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
r2.7.2+) (ბოტის დამატება: hi:साधारण राज़क
r2.7.3) (ბოტის დამატება: af:Hops; cosmetic changes
ხაზი 18:
}}
 
'''სვია''' (Humulus) — [[ერთწლოვანი მცენარეები|ერთ]] და [[მრავალწლოვანი მცენარეები|მრავალწლოვან]] [[ორსახლიანი მცენარეები|ორსახლიან]] ხვიარა მცენარეთა [[გვარი (ბიოლოგია)|გვარი]] [[თუთისებრნი|თუთისებრთა]] [[ოჯახი (ბიოლოგია)|ოჯახიოჯახისა]]სა. ღერო ხვიარა, ოთხწახნაგოვანი, 6 მ–მდე სიგრძის საყრდენს ეკიდება კაუჭიანი ეკლებით. ღერძული ფესვიდან გამოდის ჰორიზონტალური ყლორტები, რომლებიც კვანძებთან ფესვიანდება და იქედან ვითარდება ახალი მიწისზედა ღერო. ფოთლები ფართო კვერცხისებრი ან მომრგვალო, გრძელყუნწიანია, ფუძესთან გულისებრი, მთლიანი ან 3–5 თათისებრნაკვთიანი, კიდეებზე მსხვილკბილა. ზევითკენ ფოთლები პატარავდება და მარტივდება, ზევიდან ხაოიანია, ქვევიდან ძარღვების გაყოლებაზე აქვს მახვილწვერიანი ეკლები. თანაფოთლები ლანცეტისებრია, დიდი ზომის, ერთმანეთს მიახლოებული. მტვრიანიანი ყვავილები სგაველასებრაა დაკიდული, ბუტკოიანი — მოკლე უბისებრ თავთუნებად, სხედან 2 ერთად საერთო თანაყვავილედის უბეში, გარდა ამისა, თითოეულ ყვავილს აქვს თავისი თანაყვავილედები ძლიერ იზრდება და დამწიფებული თავთუნი, ე.წ. სვიის „გირჩა“ 1,5–2 სმ სიდიდეს აღწევს.
 
მცენარე ყვავილობს VI-VIII. სვია იზრდება ტენიან ადგილებში, ტყისპირებზე, ბუჩქნარებში, მდინარეთა ხეობებში, ადის მთის შუა სარტყელამდე — 1200 მ–მდე ზღვის დონიდან. გავრცელებულია [[რაჭა-ლეჩხუმი|რაჭა–ლეჩხუმში]], [[აფხაზეთი|აფხაზეთში]], [[აჭარა]]ში, [[ქართლი|ქართლში]], [[კახეთი|კახეთში]], [[სამაჩაბლო]]ში, [[თრიალეთი|თრიალეთში]]. [[საქართველო]]ში გვარი სვია ერთის სახეობითაა წარმოდგენილი. სამრეწველო მიზნით მოჰყავთ ბოსტნებსა და ბაღებში — მთელ საქართველოში. საერთო გავრცელება — [[დასავლეთი ევროპა]], [[სამხრეთი აფრიკა]], [[ჩრდილოეთი ამერიკა|ჩრდილოეთი]] და [[სამხრეთი ამერიკა]], [[ავსტრალია]], [[ჩინეთი]], [[ცენტრალური აზია]]. ნედლეული.
ხაზი 24:
სვიის გირჩები — ნაყოფედი კვერცხისებრი ფორმისაა, შედგება მომრგვალო თესლურებისაგან, რომლებიც თანაყვავილედის უბეებში და ყვავილსაფარის ფოთლებშია დაფარული. ნაყოფედი შედგება საერთო ღერძისაგან, რომელზეც მოთავსებულია კრამიტისებრ განლაგებული მრავალრიცხოვანი თანაყვავილედი. ისინი დაფარულია ხშირი ყვითელი ჯირკვლებით. გირჩებს აგროვებენ სრულ დამწიფებამდე, როდესაც მომწვანო-ყვითელი შეფერილობა აქვს. დაუშვებელია მწიფე გირჩების დამზადება, ამ დროს ისინი ყვითელი–მურა ფერისაა, ქერქლები გამოშვერილია და მრავალკაკლუჭიანი. აშრობენ სწრაფად, რომ მოქმედი ნივთიერებები არ დაიშალოს. გარდა ამისა, ამზადებენ ჯირკვლებს, რომლებსაც მშრალი გირჩებიდან გამობერტყავენ და გაცრიან. მიიღება ოქროსფერ-ყვითელი ფხვნილი, ე. წ. Lupulinum მედიცინაში გამოყენება. სვიის გირჩები დამამშვიდებელი მოქმედებისაა, აუმჯობესებს ძილს, ხმარობენ კლიმაქსური დარღვევისას, ასევევ [[გასტრიტი]]ს, სანაღვლე გზებისა და [[ღვიძლი]]ს დაავადებებისას, შარდსასქესო გზების პათოლოგიის დროს. გირჩები შედის სედატიურ ნაკრებში, ეთეროვანი ზეთი და ექსტრაქტი კი გულ-სისხლძარღვთა პრეპარატებში, პრეპარატ უროლესანში; „ლუპულინს“ იყენებენ [[ჰომეოპათია]]ში. სვია უძველესი ხალხური საშუალებაა, დადგენილია მისი ძალზე მაღალი ანტიბაქტერიული და ალერგიის საწინააღმდეგგო მოქმედება. ევროპელები IX საუკუნიდან იყენებენ სვიას ლუდისა და პურის წარმოებაში. ამრიგად, სვიას ახასიათებს მოქმედებისა და გამოყენების ფართო სპექტრი, მაგრამ რომელი შენაერთი განაპირობებს ამა თუ იმ ეფექტს, არაა დადგენილი.
 
== ლიტერატურა ==
*ლინა ერისთავი. "ფარმაკოგნოზია". თბ., 2005
*ლალი დათეშიძე. საქართველოში სამედიცინო მცენარეთა წარმოების ინფრასტრუქტურის განვითარების საკითხები. "მეცნიერება:. თბილისი. 2000 წ. ევრაზიის ფონდის გრანტი, USAID-ის რესურსები. მხარდაჭერა: ACDI-VOCA (USAID resources) together with GEPA, BESO (British Executive Service Overseas) — TACIS program (United kingdom)
ხაზი 33:
*ხიდაშელი შ., პაპუნიძე ვ., საქართველოს ტყის სამკურნალო მცენარეები. ბათუმი. 1980
*{{ქსე|9|316}}
* შენგელია ზურაბ, სამკურნალო მცენარეთა კულტურა საქართველოში, თბ.: საბჭ. საქართველო, 1983
* საქართველოს ფლორა. I-XI ტომი. თბილისი. 1971-1987 წ.
 
[[კატეგორია:თუთისებრნი]]
 
[[af:Hops]]
[[ar:جنجل]]
[[az:Adi mayasarmaşığı]]
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/სვია_(მცენარე)“-დან