სალპები: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
r2.7.2+) (ბოტის დამატება: bg:Салпи
ხაზი 18:
'''სალპები''' (Desmomyaria ან Salpae), ზღვის თავისუფლად მცურავი ცხოველების ქვეკლასი [[ქორდიანები|ქორდიანებს]] (Chordata) ტიპისა. აქვთ რამდენიმე მმ-იდან 33 სმ-მდე სიგრძის ცილინდრული სხეული, რომელიც დაფარულია გამჭირვალე [[ტუნიკი]]თ. სხეულის წინა ბოლოზე პირის სიფონია. უკანაზე - კლოაკისა. გული მუცლის მხარეს აქვთ. სისხლის მიმოქცევის სისტემა ღიაა. [[ნერვული სისტემა]] წარმოდგენილია ხახის ზედა კვანძით და მისგან გამომავალი ნერვებით. მის ზემოთ შუქშემგრძნობი თვალაკია. ქვეკლასში გაერთიანებულია 25-მდე სახეობა. ბინადრობენ ყველა ოკეანეში, [[ჩრდილოეთ ყინულოვანი ოკეანე|ჩრდილოეთ ყინულოვანის]] გარდა. ჰერმაფროდიტულ სქესობრივ ინდივიდში ვითარდება ერთად-ერთი ჩანასახი. წყალში გამოსული ახალგაზრდა სალპების გამონაზარდზე - სტოლონზე - დაკვირტვის გზით ვითარდება სქესობრივი ინდივიდების ძეწკვი, რომელიც შორდება სტოლონს და იწყებს დამოუკიდებლად არსებობას კოლონიებად. სალპებს შეუძლიათ ნათება (სიმბიონტი ბაქტერიების ხარჯზე). იკვებებიან ფიტოპლანქტონით. სალპები ზოგი [[თევზები|თევზისა]] და [[ზღვის კუები|ზღვის კუს]] საკვებია.
==ლიტერატურა==
* [[{{ქსე]], ტ. |8, გვ. |695, თბ., 1984}}
 
[[კატეგორია:ქორდიანები]]
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/სალპები“-დან