ფავნელები: განსხვავება გადახედვებს შორის
[შემოწმებული ვერსია] | [შემოწმებული ვერსია] |
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary |
No edit summary |
||
ხაზი 1:
'''ფავნელები''' — [[ქართლი]]ს დიდ [[აზნაური|აზნაურთა]] საგვარეულო IX-X საუკუნეებში. გვარის სახელწოდება მომდინარეობს სოფელ [[ფავნისი]]დან (ახლანდელი [[ახალქალაქი (კასპის მუნიციპალიტეტი)|კასპის ახალქალაქის]] ტერიტორია).
ფავნელების მამულები მდებარეობდა [[თეძმის ხეობა]]ში. საგვარეულო პირველად იხსენიება დღემდე მოღწეულ უძველესი ქართული დოკუმენტში „ნასყიდობის დაწერილი ფავნელისა მღვიმის მონასტრისადმი“ (IX-X სს.), რომელიც შემორჩენილია XIII საუკუნის პირის სახით. მისი ცნობით, ფავნელებს მონაწილეობა მიუღიათ ქართველების მიერ [[ბარდავი]]ს დალაშქვრაში. ბრძოლაში ფავნელის ერთი ვაჟი დაღუპულა, მეორე ტყვედ ჩავარდნილა, მესამე სახლში გარდაცვლილა. გარდაცვლილთა სულის დასაურვებლად და ტყვედ ჩავარდნილთა გამოსახსნელად
მეცნიერთა ნაწილი ვარაუდობს, რომ ფავნელებს უკავშირდება [[ტბელები]]სა და [[სურამელები]]ს საგვარეულოები. ზოგიერთი მოსაზრებით, ფავნელთა შთამომავლებად ჩანან ასევე XVII-XVIII საუკუნეებში მოხსენიებული [[ფავნელიშვილები]] (ფავლენიშვილები), რომელთა ერთი შტო აზნაურთა, ხოლო მეორე — [[თავადი|თავადთა]] წოდებას შეადგენდა. ისინი ფლობდნენ მამულებს როგორც თეძმის, ასევე [[ლიახვის ხეობა]]ში ([[ერედვი]], [[ნიქოზი]]). [[ვახუშტი ბატონიშვილი]]სა და XVIII საუკუნის ზოგიერთი დოკუმენტის ცნობებმა საფუძველი დაუდო ტრადიციას ფავნელიშვილთა [[მხარგრძელები|მხარგრძელთა]] გვარიდან წარმომავლობაზე და მათი [[სანაინი]]დან ფავნისში, ხოლო ფავნისიდან ერედვში გადმოსახლების შესახებ.
|