კლივლენდ კავალიერსი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 100:
 
მომდევნო სეზონში, კავსმა გასაოცარი პროგრესი განიცადა. მათ რეგულარული სეზონი 66-16 შედეგით დაასრილა, რაც ყველაზე დიდი გამარჯვების შედეგია გუნდის არსებობის მანძილზე. სეზონმა ასევე მოიცვა რამდენიმე გუნდის აღსანიშნი რეკორდი, მათ შორის 13 თამაშიანი ზიდიზედ გამარჯვება, ასევე გასვლითი და საშინაო გამარჯვება. კავსი პლეი-ოფში #1 ადგილით გავიდა, რაც საშინაო არენის უპირატესობას აძლევდა. კლივლენდის საშინაო შედეგი 39-2 იყო. გუნდის მთავარმა მწვრთნელმა - [[მაიკ ბრაუნი|მაიკ ბრაუნმა]] მოიგო NBA წლის საუკეთესო მწვრთნელის ჯილდო, მაშინ როდესაც [[ლებრონ ჯეიმსი|ლებრონ ჯეიმსმა]] სეზონი NBA წლის საუკეთესო მცველის პოზიციაზე მე-2 ადგილი დაიკავა და ასევე ლიგის MVP ჯილდო მოიგო. პირველ რაუნდში კავალიერსი მე-8 ადგილით გასულ [[დეტროიტ პისტონსი]]ს წინაშე აღმოჩნდა, რომელსაც 4-0 მოუგო სერია, ყოველ მატჩში 10-ზე მეტი ქულით ლიდერობდა კლივლენდი. კონფერენციის ნახევარ-ფინალში, კავალიერსი დაუპირისპირდა მე-4 ადგილით გასულ [[ატლანტა ჰოუქსი|ატლანტა ჰოუქსს]], რომელსაც [[მაიამი ჰიტი]] ჰყავდა დამარცხებული 7 თამაშში. ამ შემთხვევაშიც კავალიერსმა შეძლო სერიის 4-0 მოგება, სადაც ასევე ყოველ მატჩში 10-ზე მეტი ქულით წინ იყო ოპონენტზე. ამ შედეგით კი გახდა NBA ისტორიაში პირველი გუნდი, რომელმაც ზედიზედ 8 მატჩის მოგება მოახერხა ასეთი შედეგით.
 
კავსი აღმოსავლეთი [[NBA კონფერენციის ფინალი|კონფერენციის ფინალში]] [[ორლანდო მეჯიკი|ორლანდო მეჯიკს]] დაუპირისპირდა. მიუხედავად ჯეიმსის 49 ქულის მოგროვებისა, პირველ თამაშში კავალიერსი 106-107 დამარცხდა. გუნდმა შეძლო მე-2 მატჩის მოგება 96-95, როდესაც ჯეიმსმა თამაშის დასრულებიზ ზარზე შეძლო 3 ქულიანის ჩაგდება, თუმცა ეს არ აღმოჩნდა ორლანდოსთვის საკმარისი.
 
=== 2010–2011: არეულობა და სირცხვილი ===