მაიკლ კლარკ დუნკანი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ბოტის დამატება: la:Michael Clarke Duncan, uk:Майкл Кларк Дункан
ხაზი 31:
 
მაიკლ კლარკ დუნკანის სამსახიობო დებიუტი ლუდის რეკლამაში შედგა. მოგვიანებით, [[1995]] წელს, შედგა მისი კინო-დებიუტიც, — კომედიაში „[[პარასკევი (1995 წლის ფილმი)|პარასკევი]]“, სადაც ეპიზოდური როლი ითამაშა.
 
=== სამსახიობო კარიერა ===
[[1997]] წელს მაიკლ კლარკ დუნკანმა ითამაშა მსხვილბიუჯეტიან [[სამეცნიერო ფანტასტიკა|სამეცნიერო ფანტასტიკის]] ჟანრის ფილმში, – „[[არმაგედონი (1997 წლის ფილმი)|არმაგედონი]]“, – რომელშიც ასევე მონაწილეობდნენ ცნობილი ჰოლივუდელი მსახიობები, [[ბრიუს უილისი]], [[ლივ ტაილერი]] [[ბენ აფლეკი]] და სხვები.
 
მოგვიანებით, ბრიუს უილისმა დუნკანს რეკომენდაცია გაუწია რეჟისორ [[ფრენკ დარაბონტი|ფრენკ დარაბონტთან]], რომელიც იწყებდა ამერიკელი მწერლის, [[სტივენ კინგი]]ს, მოთხრობის, „მწვანე მილის“ კინო-ადაპტაციაზე მუშაობას. ფილმში, რომელიც [[1999]] წელს გამოვიდა, მთავარ როლს [[ტომ ჰენკსი]] ასრულებს. დუნკანი ჯონ კოფის განასახაიერებს, რომელიც საშინელი მკვლელობისთვისაა ბრალდებული და ციხეში, სიკვდილმისჯილთა ბლოკშია დამწყვდეული. დუნკანის თამაშმა კრიტიკოსთა მოწონება დაიმსახურა და მსახიობი [[ოსკარი საუკეთესო მსახიობი კაცისთვის მეორეხარისხოვან როლში|ოსკარსა]] და [[ოქროს გლობუსი|ოქროს გლობუსზე]] იყო ნომინირებული.
 
== რესურსები ინტერნეტში ==