დავით VI ნარინი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 38:
[[მონღოლების ბატონობა საქართველოში|მონღოლების ბატონობის]] სიმძიმით შექმნილი აუტანელი გაჭირვების გამო [[1259]] დაიწყო აჯანყება დავით VI-ის მეთაურობით. ყაენმა ჰულაგუმ დავით VI-ის წინააღმდეგ დიდძალი ჯარი გაგზავნა არღუნ-ნოინის სარდლობით. დავით VI-მ ბრძოლის გაგრძელება შეუძლებლად ცნო, ლაშქარი დაშალა, თვითონ დასავლეთ საქართველოში გადავიდა და ქუთაისში გამაგრდა. არღუნმა დასავლეთ საქართველოში გადასვლა ვერ გაბედა, მაგრამ ახლა აჯანყებული დავით VII ულუს წიმააღმდეგ მოუხდა ბრძოლა ([[1260]]). ეს უკანასკნელი [[1261]] იძულებული გახდა დავით VI-თან გადასულიყო.
 
[[1262]] წელს, როცა დავით VII მონღოლებს შეუთანხმდა და აღმოსავლეთ საქართველოში გადავიდა, დავით VI ფაქტობრივად დასავლეთ საქართველოს (იმერეთის) მეფედ დარჩა. დასავლეთ საქართველოზე მონღოლების ბატონობა არ ვრცელდება და დავით VI დამოუკიდებლად განაგებდა ქვეყანას. მისი საგარეო პოლიტიკა იქითიქეთ იყო მიმართული, რომ განემტკიცებინა კავშირი ილხანების მტერ-მეტოქე ქვეყნებთან და აღედგინა და შეენარჩუნებინა საქართველოს პოლიტიკური გავლენასგავლენა ტრაპიზონის სამეფოში. ამ მიზნით ჯერ [[1264]]-65, ხოლო შემდეგ [[1268]] წელს დავით VI-მ ელჩები გაგზავნა [[ეგვიპტე|ეგვიპტის]] სულთანთან. მეორე მხრით, დავით VI-ს მეგობრული ურთიერთობა ჰქონდა ოქროს ურდოსთან. ამასთან, დავით VI ცდილობდა [[ილხანთა სამეფო|ილხანთა სამეფოში]] ატეხილი შინაომები თავის სასარგებლოდ გამოეცენებინაგამოეყენებინა. [[1269]] ([[1270]]) დავით VI-მ შეიხიზნა მონღოლი ბატონიშვილი თეგუდარი (ნიკუდარი), რომელიც [[ბარახა-ყაენი|ბარახა-ყაენთან]] (მავერა-ნაჰრის, შვიდმდინარეთისა და აღმოსავლეთ თურქესტანის ყაენი [[1266]]-71) ერთად [[აბაღა-ყაენი|აბაღა-ყაენის]] (ილხანი [[1263]]-82) წინააღმდეგ იბრძოდა. მაგრამ როცა თეგუდარის ლაშქარმა ყაჩაღურ ძარცვა-რბევას მიჰყო ხელი, იგივე დავით VI წინ აღუდგა მას აბაღას სარდალ სირმონთან ერთად. 70-იან წლებში დავით VI-ს გადაუდგა [[რაჭა|რაჭის]] ერისთავი [[კახაბერისძე კახაბერ|კახაბერ კახაბერისძე]], რომელიც აბაღას ეახლა და დავით VI-ის წინააღმდეგ ბრძოლაში თავისი სამსახური შესთავაზა. აბაღას სარდლები ორჯერ შეიჭრნენ იმერეთში, მაგრამ დავით VI ხელში ვერ ჩაიგდეს.
 
მონღოლთა ბატონობის შედეგად საქართველოს ძლიერების შესუსტებას [[ტრაპიზონის იმპერია|ტრაპიზონის სამეფოში]] ქართული ორიენტაციის დასის განადგურება და ბიზანტიის მომხრე პოლიტიკური დაჯგუფების გაძლიერება მოჰყვა. განსაკუთრებით გააქტიურდა ბიზანტიის მთავრობა ტრაპიზონის მეფის [[იოანე II (ტრაპიზონი)|იოანე II-ის]] ([[1266]]-[[1297]]) დროს. [[1282]] წლის აპრილში დავით VI-მ ილაშქრა ტრაპიზონის სამეფოში და თუმცა ტრაპიზონის აღება ვერ შეძლო, საკეისროს დიდი ნაწილი დაიპყრო. [[1284]] წელს საქართველოში გათხოვილი ტრაპიზონის მეფის იოანე II-ის და [[თეოდორა (ტრაპიზონი)|თეოდორა]] დავით VI-ის ჯარის დახმარებით ტრაპიზონში შეიჭრა და კეისარი გახდა. იმპერიაში საქართველოს პოლიტიკური გავლენა დამყარდა, მაგრამ შემდეგში ვითარება შეიცვალა და იოანე II-მ ხელისუფლება დაიბრუნა. დავით VI-ისა და დავით VII-ის დროიდან საქართველო ფაქტობრივად სამ პოლიტიკურ ერთეულად (აღმოსავლეთ საქართველო, სამცხე და დასავლეთ საქართველო) იყო დაყოფილი.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/დავით_VI_ნარინი“-დან