ჰუსეინ რაჰმი გურფინარი: განსხვავება გადახედვებს შორის

Robot: Cosmetic changes
(+ლიტერატურა)
(Robot: Cosmetic changes)
'''ჰუსეინ რაჰმი გურფინარი''' (დ. [[17 აგვისტო]], [[1864]], [[სტამბოლი]] ― გ. [[8 მარტი]], [[1944]], იქვე), [[თურქები|თურქი]] მწერალი. დაიბადა სულთნის კარის მოხელის ოჯახში. შეისწავლა [[ფრანგული ენა]]. მუშაობდა წვრილი მოხელის თანამდებობაზე. [[1908]] წელს, [[ბურჟუაზიული რევოლუცია|ბურჟუაზიული რევოლუციის]] შემდეგ, მწერლობით ირჩენდა თავს. მისი თხზულებების პერსონაჟები [[სტამბოლი]]ს მკვიდრნი არიან. მწერალი ე. წ. „პატარა კაცის“ გულის მესაიდუმლეა. ილაშქრებს სოციალური უსამართლობის წინააღმდეგ, დასცინის თურქეთის მაღალი საზოგადოების გალომანიას. ავტორია რომანებისა „შიკი“ ([[1889]]), „ხასა“ ([[1900]]), „მოკვეთილი თავი“ ([[1942]]), „გიჟი ვარ“ ([[1944]]), მოთხრობების კრებულებისა და პიესებისა. მისი ნაწარმოებების სტილი მსუბუქია, შეიცავს სტამბოლის სალაპარაკო ენის ელემენტებს.
== ლიტერატურა ==
* ''გოცირიძე ი.'', ქსე, ტ. 11, გვ. 698, თბ., 1987