ჰეფესტოსი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
r2.7.1) (ბოტის დამატება: bar:Hephaistos
Robot: Cosmetic changes
ხაზი 1:
[[სურათიფაილი:Rubens - Vulcano forjando los rayos de Júpiter.jpg|მინი|250პქ|ჰეფესტოსი [[ზევსი]]სთვის კვერთხს ჭედავს, [[რუბენსი]].]]
'''ჰეფესტოსი''' II '''ჰეფესტო''' ([[ბერძნ.]] Ἥφαιστος, [[ლათ.]] Hephaestus), ცეცხლისა და მჭედლობის ღვთაება ძველ ბერძნულ მითოლოგიაში, [[ზევსი|ზევსისა]]სა და [[ჰერა|ჰერას]] ძე, ზოგი ვერსიით (ჰესიოდე) უმამოდ შობილა ჰერასგან. ერთი ვერსიით ჰეფესტოსი დაბადებულა კოჭლი და ულამაზო, რისთვისაც ჰერას ოლიმპიდან გადმოუგდია, მაგრამ ქალღმერთ [[თეტიდა|თეტიდას]] აუტაცებია და 9 წლამდე აღუზრდია. შურისძიების მიზნით ჰეფესტოსს ჰერასთვის გაუგზავნია თავისი გამოჭედილი ოქროს ტახტი, რომელზეც დაბრძანებული ჰერა ვეღარ ადგებოდა, მაგრამ [[დიონისე|დიონისეს]] შეურიგებია დედასთან.
 
მეორე ვერსიით, ოლიმპზე დაბრუნების შემდეგ ჰეფესტოსს განრისხებული ზევსისაგან დაუცავს ჰერა, რის გამოც ზევს ჰეფესტოსი ციდან გადმოუგდია, იგი კ. ლემნოსზე დავარდბილა და სამუდამოდ დაკოჭლებულა. ამ ვულკანურ კუნძულზე ჰეფესტოსმა სამჭედლო გამართა და თავისივე შექმნილი ორი ოქრის მონა ქალის (შეეძლოთ მოძრაობა და ლაპარაკი) დახმარებით ულამაზეს ნივთებს ჭედავდა. ჰომეროსთან მისი სამჭედლო ოლიმპზეა, თავისთვის და ღმერთებისათვის აგებს სპილენძის სასახლეებს. ღმერთებისა და გმირებისათვის ჭედავს იშვიათი სილამაზის და გამძლეობის იარაღს. აქილევსისა და დიომედესათვის აბჯარი გამოუჭედია, ზევსისათვის - კვერთხი.
 
ჰეფესტოსს მონაწილეობა მიუღია პრომეთეს მიჯაჭვაში (ესქილეს "მიჯაჭვული პრომეთე"). გვიანდელი ტრადიციით, ჰეფესტოსის სამჭედლო ეტნის მთაზეა და ციკლოპები ეხმარებიან ჭედვაში. "ილიადაში" ჰეფესტოსის ცოლად ქარიტა იხსენიება, "ოდოსეაში" - აფროდიტე, ხოლო ჰესიოდესთან - აგლაია. ჰეფესტოსისადმი მიძღვნილი დღესასწაულები - ჰეფესტეია ან ქალკეია - ძირითადად ათენსა და კ. ლესბოსზე იმართებოდა. რომაულ მითოლოგიაში ჰეფესტოსის შეესატყვისებოდა ვულკანუსი. ჰეფესტოსს გამოსახავდნენ ძლიერი, წვეროსანი, ოდნავ კოჭლი მამაკაცის სახით. (დ. ველასკესის (პრადო, 1630), პიეტრო და კორტონას (ბარმერინის სასახლე, რომი, 1633) და სხვათა ნამუშევრები).
== ლიტერატურა ==
* ქსე, ტ. 11, გვ. 638, თბ., 1987
 
ხაზი 11:
{{ბერძნული მითოლოგია}}
{{ზევსის შვილები}}
 
[[კატეგორია:ბერძნული მითოლოგია]]
 
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ჰეფესტოსი“-დან