'''ჰაინრიხ ლომი''' (დ. [[1129]] — გ. [[6 აგვისტო]], [[1195]], [[ბრაუნშვაიგი]]), [[საქსონია|საქსონიისა]] ([[1142]]-[[1180]]) და [[ბავარია|ბავარიის]] ([[1156]]-[[1180]]) ჰერცოგი [[ველფები|ველფების]]ს საგვარეულოდან. [[ალბრეხტ დათვი|ალბრეხტ დათვთან]] ერთად სათავეში ჩაუდგა წარუმატებელ ჯვაროსნულ ლაშქრობას [[სლავები|სლავების]]ს წინააღმდეგ [[1147]]. [[1160]] დაიპყრო [[ბოდრიჩები|ბოდრიჩების]]ს თითქმის მთელი მიწები და ელბის აღმოსავლეთით მდებარე უზარმაზარი ტერიტორიის მფლობელი გახდა. გაანადგურა და აღმოსავლეთით დაახევინა სლავებს, მათ მიწებზე კი [[გერმანელები|გერმანელი]] კოლონისტები დაასახლა. მწვავე კონფლიქტი მოუვიდა [[ფრიდრიხ I ბარბაროსი|ფრიდრიხ I ბარბაროსასთან]], რომელმაც ისარგებლა იმით, რომ ჰაინრიხ ლომმა უარი თქვა [[იტალია|იტალიის]] ლაშქრობაში მონაწილეობაზე, [[1180]] სასამართლო მოუწყო და სამფლობელოების დიდი ნაწილი ჩამოართვა.