მაიკლ ოუენი: განსხვავება გადახედვებს შორის
[შემოწმებული ვერსია] | [შემოწმებული ვერსია] |
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary |
No edit summary |
||
ხაზი 25:
ის არის ყოფილი ფეხბურთელის, [[ტერი ოუენი]]ს შვილი. ოუენმა კარიერა დაიწყო „[[ლივერპული (საფეხბურთო კლუბი)|ლივერპულში]]“, 1996 წელს. ლივერპულის ახალგაზრდულ გუნდში კარგი თამაშის შემდეგ მისი დებიუტი შედგა 1997 წლის მაისში. მან პირველ სეზონში 18 გოლი გაიტანა კლუბის მაისურით [[პრემიერ ლიგა]]ში. მან იგივე შედეგი გაიმეორა მეორე სეზონშიც და იყო „ლივერპულის“ ბომბარდირი 1997-2004 წლებში, მიუხედავად მძიმე ტრავმისა. 2001 წელს „ლივერპულმა“ მოიგო სამი ტიტული, [[უეფა-ს ევროპის ლიგა|უეფა-ს თასი]], [[ინგლისის საფეხბურთო თასი|ინგლისის თასი]] და [[საფეხბურთო ლიგის თასი]]. მან „ლივერპულის“ მაისურით ჩატარებულ 216 შეხვედრაში გაიტანა 118 გოლი [[პრემიერ ლიგა]]ში.
2004 წელს ოუენი გადავიდა „[[მადრიდის რეალი|მადრიდის რეალში]]“ 8 მილიონი ევროს სანაცვლოდ. ის ხშირად შემოდიოდა შეცვლაზე. მან გაიტანა 13 გოლი [[
ოუენის დებიუტი ნაკრების შემადგენლობაში შედგა 1998 წელს და გახდა იმ დროისთვის ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი, ვინც გოლი გაიტანა ნაკრების შემადგენლობაში. 1998 წლის [[მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატი|მსოფლიო ჩემპიონატზე]] ასპარეზობამ ფეხბურთელს მოუტანა აღიარება სამშობლოში და ზოგადად, საფეხბურთო სამყაროში. მან ასევე მონაწილეობა მიიღო [[ევრო 2008]]-ზე, [[მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატი 2002|2002 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე]] და [[ევრო 2004]]-ზე. ოუენი არის ერთადერთი ფეხბურთელი, რომელმაც გაიტანა გოლი ოთხ საერთაშორისო ტურნირზე. [[მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატი 2006|2006 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე]] მიიღო ტრავმა, რომლის განკურნებასაც დასჭირდა ერთი წელი. რამდენიმე მატჩში იყო ნაკრების კაპიტანი. ნაკრების შემადგენლობაში ჩატარებულ 89 მატჩში გატანილი აქვს 40 გოლი.
2006 წელს მიღებული ტრავმა გახდა დავის საგანი [[ფიფა]]ს, ინგლისის საფეხბურთო ასოციაციას დო „[[ნიუკასლ იუნაიტედი|ნიუკასლ იუნაიტედს]]“ შორის, რომელიც დასრულდა უპრეცენდენტო, 10 მილიონი ევროს კომპენსაციით ნიუკასლის სასარგებლოდ.
== იხილეთ აგრეთვე ==
|