სერბეთი და ჩერნოგორია: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
r2.7.2) (ბოტის დამატება: arz:صربيا و مونتنيجرو
r2.7.3) (Robot: Modifying tl:Serbia at Montenegro to tl:Serbiya at Montenegro; cosmetic changes
ხაზი 88:
|სქოლიო =<references/>
}}
'''სერბეთი და ჩერნოგორია''' — ყოფილი კონფედერაციული რესპუბლიკა სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპაში,რომელიც ჩამოყალიბდა [[იუგოსლავიის სოციალისტური ფედერაციული რესპუბლიკა|იუგოსლავიის სოციალისტური ფედერაციული რესპუბლიკის]] დაშლის შემდეგ, ორი ყოფილი სოციალისტური რესპუბლიკის [[სერბეთის სოციალისტური რესპუბლიკა|სერბეთის]] და [[ჩერნოგორიის სოციალისტური რესპუბლიკა|ჩერნოგორიის]] გაერთიანების შემდეგ. ახალ შექმნილ სახელმწიფოს '''იუგოსლავიის ფედერაციული რესპუბლიკა''' დაერქვა, 2003 წლიდან კი სახელი შეეცვალა და '''სერბეთის და ჩერნოგორიის სახელმწიფოთა კავშირი''' ეწოდა. 2006 წლის 21 მაისს ჩატარებული რეფერენდუმის შედეგების მიხედვით ჩერნოგორიამ დამოუკიდებლობა გამოაცხადა 3 ივნისს. დღეს '''სერბეთის და ჩერნოგორიის''' ტერიტორიაზე ორი დამოუკიდებელი [[სერბეთი|სერბეთის]] და [[ჩერნოგორია|ჩერნოგორიის]] რესპუბლიკებია.
 
== სახელწოდება ==
ხაზი 96:
* '''ეტიმოლოგია:'''
** სახელწოდება ”სერბიის” წარმოშობა უცნობია, შესაძლოა იგი სარმატული ენიდან მომდინარეობდეს. არსებობს სხვა ვერსიებიც, კერძოდ: გერმანიაში მცხოვრები სორბები (ლუჟიცელი სორბები) იგივე წარმოშობის არიან და როგორც ვარაუდობენ მათი ნაწილი, ლუზაციიც რეგიონიდან ბალკანეთში გადასახლდა. საყურადღებოა, რომ იმავე გერმანიაში არსებობდა დამოუკიდებელი სამთავრო Anhalt-Zerbst (ქალაქ Zerbst-იდან მომდინარე), რომელშიც ასევე ჩანს ეთნონიმი ”სერბი”.
** ჩერნოგორიას ვენეციელმა დამპყრობლებმა მონტენეგრო (სლავურად ცრნა გორა, ჩერნა გორა) უწოდეს, რაც ”შავ მთას” ნიშნავს. ეს სახელი, სავარაუდოდ, შეერქვა ლოვჩენის მთიანეთის მუქი ფერის წიწვოვანი ტყეების გამო.
 
 
ხაზი 103:
[[ფაილი:Serbia and Montenegro-CIA WFB Map.png|thumb|left]]
 
ქვეყანა მდებარეობდა [[სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპა]]ში, ქვეყნის თითქმის მთელი ტერიტორია, [[ვოევოდინა]]ს გარდა [[ბალკანეთის ნახევარკუნძული|ბალკანეთის ნახევარკუნძულის]] ჩრდილოეთ ნაწილზე იყო განლაგებული. მისი მოსაზღვრე სახელმწიფოები იყო: ჩრდილოეთით - [[უნგრეთი]]; აღმოსავლეთით - [[რუმინეთი]], [[ბულგარეთი]]; სამხრეთით - [[ალბანეთი]], [[მაკედონია]]; დასავლეთით - [[ბოსნია და ჰერცეგოვინა]], [[ხორვატია]]. სამხრეთ-აღმოსავლეთით ჰქონდა ფართო გასავლელი [[ადრიატიკის ზღვა]]ზე. ფართობი - 102.350 კვ.კმ.
 
== სახელმწიფო ==
* '''სახელმწიფო სისტემა''' : ფედერაციული რესპუბლიკა, მის შემადგენლობაში იყო სერბეთისა და ჩერნოგორიის რესპუბლიკები.
* '''სახელმწიფოს მეთაური''' : პრეზიდენტი Svetozar MAROVIC (2003).
* '''საკანონმდებლო ორგანო''' : ერთპალატიანი პარლამენტი (126 წევრი, მათგან 91 სერბი, 35 ჩერნოგორიელი).
ხაზი 142:
== ისტორია ==
 
[[1991]]-[[1992|92]] წლებში ერთაშორისი ურთიერთობების გამწვავების შედეგად დაიშალა [[იუგოსლავია|იუგოსლავიის ს.ფ.რ.]], რომელიც [[1945]] წლიდან არსებობდა. მისი შემადგენლობიდან გავიდნენ [[სლოვენია]], [[ხორვატია]], [[ბოსნია და ჰერცეგოვინა]] და [[მაკედონია]]. [[1992]] წელს სერბეთმა და ჩერნოგორიამ შექმნეს საკავშირო სახელმწიფო, რომელსაც სათავეში ჩაუდგა სლობოდან მილოშევიჩი, მაგრამ საერთაშორისო თანამეგობრობამ იგი არ ცნო ყოფილი ფედერაციის სამართალმემკვიდრედ. მილოშევიჩის ნაციონალისტური პოლიტიკის საპასუხოდ [[1998]] წელს გართულდა ვითარება ეთნიკური [[ალბანელები|ალბანელებით]] დასახლებულ [[კოსოვო|კოსოვოს]] ავტონომიაში, რომელიც საომარ მდგომარეობაში გადაიზარდა. ხანგრძლივი მოლაპარაკებებისა და გაფრთხილებების მიუხედავად აქ გრძელდებოდა ეთნიკური წმენდა. ამიტომ [[1999]] წელს ამ პროცესში ჩაერთო [[ჩრდილოეთ ატლანტიკის ხელშეკრულების ორგანიზაცია|ნატოს]] შეიარაღებული ძალები, რომლებმაც განახორციელეს სერბეთის ქალაქების საავიაციო დაბომბვები. ამჟამად კოსოვოს ტერიტორიაზე შეყვანილია ნატოს სამშვიდობო ძალები, თუმცა მდგომარეობა კვლავ ფეთქებადსაშიშია. კოსოვო ფორმალურად სერბეთის ნაწილია, თუმცა ფაქტიურად გაეროს მმართველობის ქვეშ მყოფ საერთაშორისო [[პროტექტორატი|პროტექტორატს]] წარმოადგენს. [[2000]] წლის სექტემბერში გაყალბებული საპრეზიდენტო არჩევნებისა და მასობრივი სახალხო გამოსვლების შემდეგ სერბეთის ხელისუფლებაში ოპოზიციონერი ვოისლავ კოშტუნიცა მოვიდა. [[2003]] წლის თებერვალში იუგოსლავიის სკუპშინამ გამოაცხადა ახალი სახელმწიფოს - სერბეთის და ჩერნოგორიის კავშირის დაფუძნება. მანამდე ორივე რესპულიკის პარლამენტებმა დაამტკიცეს ახალი კავშირის კონსტიტუცია.
 
== მემკვიდრეობა ==
ხაზი 223:
[[sw:Serbia na Montenegro]]
[[th:ประเทศเซอร์เบียและมอนเตเนโกร]]
[[tl:SerbiaSerbiya at Montenegro]]
[[tr:Sırbistan-Karadağ]]
[[udm:Сербия но Черногория]]