ნაცარა მურყანი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ახალი გვერდი: '''შავი მურყანი''' (Alnus incana) საშუალო სიდიდის (6-15 მ სიმაღლის) ფოთოლმცვ...
 
შინაარსი შეიცვალა '{{წასაშლელი}}'-ით
ხაზი 1:
{{წასაშლელი}}
'''შავი მურყანი''' (Alnus incana) საშუალო სიდიდის (6-15 მ სიმაღლის) ფოთოლმცვენი მცენარე ან მსხვილი ბუჩქია მომრგვალებული ან კვერცხისებრ-წაგრძელებული კრონით, პრიალა ნაცარა ქერქით, მონაცრისფრო-ჩამოშვებული ან ქეჩისებრი არაწებოვანი ახალგაზრდა ფოთლებით და ნათელი-მომუქო კვირტებით. ფოთლები რიგობითიია, მსუბუქ ძაფისებრ ან ქეჩისებრ დაშვებულ ღეროებზე, ოვალური ან მომრგვალო-კვერცხისებრი, 4-10 სმ სიგრძით და 4-7 სმ სიგანით. ყვავილები განსხვავებულ სქესიანია.
 
ერთლებნიანი მამრობითი მძივები – ჩამოკიდებულია ტოტებზე 3-5 რაოდენობით, ყვავილობისას იზრდება 8-10 სმ სიგრძისანი. მდედრობითი მძივები მოკლე და ოვალურებია, სიგრძით 1,5-2 სმ, გირჩისებრია. კვირტები მჯდომარეა, 3-8 სმ ღერძზე. ნაყოფები – ბრტყელი, ერთთესლიანი კაკლებია.
 
==ქიმიური შემადგენლობა==
მურყნის გირჩები შეიცავს პიროგალის ჯგუფის მთრიმლავ ნივთიერებებს, რომელთა შედგენილობაში შედის ტანინი (2,5%-მდე) და გალის მჟავა (დაახლოებით 4%). მცენარეში არის აგრეთვე გლიკოზიდები, ორგანული მჟავები, ალკალოიდები და ფლავონოიდები.
 
==გამოყენება==
მურყანის გირჩების წყლიან ნაყენს და სპირტული გამონაწვლილს იყენებენ როგორც შემკვრელ და სისხლდენის შემაჩერებელ საშუალებას. გამონახარში და ნაყენები ეფექტურია ენტერიტების, დისპეპსიის, დიზენტერიის, კოლიტების, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულების დროს, მურყანის ნახარშს იყენებენ რევმატული დაავადებების და გაცივების დროს.
 
==რესურსები ინტერნეტში==
[http://flora.iatp.org.ge/Georgian/17.htm იმერეთის სამკურნალო ფლორა]
 
{{ფლორა}}
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ნაცარა_მურყანი“-დან