ბაბუაწვერა: განსხვავება გადახედვებს შორის

არ არის რედაქტირების რეზიუმე
[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
No edit summary
No edit summary
[[სურათი:Dandilion plant.jpg|thumb|200px|ბაბუაწვერა]]
'''ბაბუაწვერა''' (Taraxacum), მრავალწლოვან ბალახოვან მცენარეთა გვარი [[რთულყვავილოვანნი|რთულყვავილოვანთა]] ოჯახისა. აქვს ფესვის ყელთან შეკრებილი ფრთისებრ დანაკვთული ფოთლები. საყვავილე ღერო უფოთლოა, ღრუიანი, შეიცავს რეწვენს და ბოლოვდება მარტოული კალათა ყვავილებით. ყვავილები ყვითელი ან ვარდისფერია, იშვიათად მეწამული, ნაყოფი - თესლურა. ცნობილია ბაბუაწვერას 100 სახეობა. [[საქართველო]]ში გვხვდება 9, მათგან 4 [[კავკასიის ენდემი]]ა. ფართოდაა გავრცელებული Taraxacum officinale, რომლის ფესვსა და მიწისზედა ნაწილს იყენებენ მედიცინაში. თაფლოვანი მცენარეა. ბაბუაწვერას ზოგი სახეობის [[(ქოქ-საღიზი]]) ფესვები მაღალი ხარისხის კაუჩუკს შეიცავს.
 
 
==ქიმიური შემადგენლობა==
მცენარის ფოთლებსა და ფესვებში აღმოჩენილია ინსულინი, მთრიმლავი ნივთიერებები, ასკორბინის მჟავა, კაუჩუკი, ცვილი, რკინა, კალციუმი, ფოსფორი, ფისები და სხვა.
 
==გამოყენება==
ბაბუაწვერა ფართოდ გამოიყენება ხალხურ მედიცინაში ღვიძლის, ნაღვლის ბუშტის კენჭოვანი დაავადებების, სიყვითლისას და გასტრიტების დროს. ნედლი ფოთლებისაგან მომზადებულ სალათას ხმარობენ როგორც შარდმდენ, ამოსახველებელ, სისხლისგამწმენდ, ნაღველმდენ და საფაღარათო საშუალებას. ბაბუაწვერის წვენს სვამენ ღვიძლის, შარდის ბუშტის დაავადებებისა და სიყვითლის დროს. ნედლი ფოთლები და წვენი გამოიყენება ათეროსკლეროზის, ანემიის და კანის დაავადებებისას.
==რესურსები ინტერნეტში==
[http://flora.iatp.org.ge/Georgian/16.htm იმერეთის სამკურნალო ფლორა]
 
[[კატეგორია:რთულყვავილოვანნი]]
1 658

რედაქტირება