ვეზირი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
r2.7.1) (ბოტის დამატება: he:וזיר
No edit summary
ხაზი 1:
[[ფაილი:Sadrazamlik-nisanlari.svg|მინი|ვეზირის სტანდარტი [[ოსმალეთის იმპერია]]ში]]
'''ვეზირი''', ''ვაზირი'' ([[არაბ{{lang-ar|وزير}}<ref name="reference1">{{cite web|url=http://dictionary.]],reference.com/browse/vizier ვაზირუნ|title=Vizier &#124; Define ვეზირიVizier at Dictionary.com |publisher=Dictionary.reference.com |date= |accessdate=2010-03-12}}</ref> - ვაზირუნ, მინისტრი), მინისტრებისა და დიდმოხელეთა ტიტული მრავალ მუსლიმანურ სახელმწიფოში.<ref name="answers.com">http://www.answers.com/topic/vizier#Dictionary_d</ref><ref name="wordnik.com">http://www.wordnik.com/words/vizier</ref> The word derived from the [[Semitic root]] ''W-Z-R'' ('to help');<ref name="reference1"/><ref name="IslamicStudy">{{cite book|url=http://books.google.com/books?id=Zc0UAAAAIAAJ&pg=PA170&dq=Vizier+wzr&cd=5#v=onepage&q=Vizier%20wzr&f=false|title=Studies in Islamic history and institutions|author=Goyṭayn, Šelomo D.|accessdate=2010-04-23}}</ref> ვეზირის სახელო პირველად გვხვდება [[სასანიანები|სასანიანთა]] სპარსეთის სახელმწიფო წყობილებაში, საიდანაც იგი გადაიღეს [[აბასიანები|აბასიანთა]] დინასტიის არაბმა ხალიფებმა. ვეზირს სხვადასხვა ქვეყანაში განსხვავებული მნიშვნელობა და ფუნქციები ჰქონდა. ზოგ ქვეყანაში რამდენიმე ვეზირი იყო, ზოგან კი — ერთი (სახალიფოში, სელჩუკთა სამეფოში). ზოგჯერ ვეზირად რომელიმე პროვინციის გამგებელიც იწოდებოდა. [[ოსმალეთის იმპერია]]ში [[დიდი ვეზირი]] სათავეში ედგა მთავრობას, [[სულთანი |სულთნის]] სახელით გამოსცემდა ფირმანებს, ხელ აწერდა [[საზავო ხელშეკრულება]]ს.
 
გაერთიანებულ ფეოდალურ საქართველოში ვეზირი ხელმძღვანელობდა ცენტრალური სახელმწიფოს მმართველობის ერთ-ერთ უწყებას (სამხედრო, საპოლიციო, საფინანსო-სამეურნეო და სხვა). სულ ექვსი ვეზირი იყო: [[მწიგნობართუხუცეს-ჭყონდიდელი]], [[ათაბაგი]], [[ამირსპასალარი]], [[მანდატურთუხუცესი]], [[მეჭურჭლეთუხუცესი]] და [[მსახურთუხუცესი]]. მწიგნობართუხუცეს-ჭყონდიდელი იყო უფროსი ვეზირი - [[სავეზირო]]ს თავმჯდომარე. პირველი პირი მეფის შემდეგ. დანარჩენები იყოფოდნენ „სამთა ვაზირთა“ (ათაბაგი, ამირსპასალარი, მანდატურთუხუცესი) და „ორთა ვაზირთა“ (მეჭურჭლეთუხუცესი, მსახურთუხუცესი) ჯგუფებად. პირველი ჯგუფი დიდი [[დარბაზობა|დარბაზობის]], ვაზირობისა და პურობის დროს მეტი უპირატესობით სარგებლობდა, ვიდრე მეორე. ვეზირთა ინსტიტუტის არსებობდა დამოწმებულია [[ძეგლის დადება მეფეთ-მეფის გიორგის მიერ|გიორგი V-ის სამართალში]].
 
XVI საუკუნიდან ტერმინი „ვეზირი“ ორგვარი მნიშვნელობით იხმარება. „ვეზირი“ ეწოდება მმართველობის ცენტრალური აპარატის ყველა მოხელეს; ამასთან, საქართველოს სამეფო-სამთავროებში მეფისა თუ მთავრის კარზე დაწესდა თანამდებობა ერთი ვეზირისა, რომელიც მეფის პირველი მოხელე იყო. XVII-XVIII საუკუნეების მიჯნაზე ვეზირი, [[ვახტანგ VI|ვახტანგ მეფის]] [[დასტურლამალი]]ს მიხედვით, ირანის საოკუპაციო ხელისუფლების მოხელეა ქართლის სამეფო კარზე. XVIII საუკუნეში, ქართლ-კახეთის გაერთიანების შემდეგ, ვეზირის [[სახელო]]მ თანდათანობით დაკარგა მნიშვნელობა და იგი მოისპო.
 
== იხილეთ აგრეთვე ==
*[[ვაზირისტანი]]
 
==ლიტერატურა==
*''გაბაშვილი ვ.,'' დარბაზის რიგის მოხელენი დასტურლამალის მიხედვით, «ენიმკის მოამბე», 1942, ტ. 13, გვ. 195-198;
Line 10 ⟶ 15:
*''ჯავახიშვილი ივ.'', წგნ. 2, ნაკვ. 1, ტფ., 1928, გვ. 116-124;
*''სურგულაძე ი.'', [[ქსე]], ტ. 4, გვ. 345, თბ., 1979
 
== რესურსები ინტერნეტში ==
* [http://www.etymonline.com/index.php?search=vizier&searchmode=none Etymology OnLine]
* [http://4dw.net/royalark/ Royal Ark, dynasties in historical context - see each muslim nation quoted in this article, often in the section 'Glossary']
* [http://www.worldstatesmen.org/ WorldStatesmen - click on each Islamic present state]
 
== სქოლიო ==
{{სქოლიო}}
 
[[კატეგორია:აბასიანთა ხალიფები]]
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ვეზირი“-დან