ნიუ-იორკ ტაიმზი (გაზეთი): განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
r2.7.2+) (ბოტის შეცვლა: hy:Նյու Յորք Թայմս
r2.7.3) (ბოტის დამატება: be:The New York Times; cosmetic changes
ხაზი 1:
[[ფაილი:The New York Times.jpg|thumb|250px|ტაიმზის [[2002|2002 წლის]] [[11 სექტემბერი|11 სექტემბრის]] პირველი გვერდი]] '''ნიუ-იორკ ტაიმზი''' ({{lang-en|The New York Times}}) — ქალაქ [[ნიუ-იორკი|ნიუ-იორკის]] ყოველდღიური გაზეთი; გამომცემელია ართურ ო. სალცბერგერი (უმც.) და ვრცელდება [[აშშ]]-ის მთელ ტერიტორიასა და მის საზღვრებს გარეთაც. გაზეთის მფლობელია "ნიუ-იორკ ტაიმს კომპანი", რომელიც ორმოცამდე სხვა გაზეთსაც გამოსცემს და მათ შორისაა [[ინტერნეშენალ ჰერალდ ტრიბიუნი]] და [[ბოსტონ გლოუბი]]. გაზეთს მეტსახელად "რუხი ლედი" შეარქვეს და მას მსოფლიოში თანამედროვე ჟურნალისტიკის ეტალონად მიიჩნევენ.
 
== ისტორია ==
ნიუ-იორკ ტაიმზი დაფუძნდა [[1851]] წლის [[18 სექტემბერი|18 სექტემბერს]] ჰენრი ჯერვის რეიმონდისა და ჯორჯ ჯოუნსის მიერ. რეიმონდი ასევე დამფუძნებელი დირექტორი იყო [[ასოშეიტედ პრესი|ასოშეიტედ პრესის]] [[1856]] წელს. ტაიმზი [[1898]] წელს შეიძინა ადოლფ ოხსმა და მისი ხელმძღვანელობით გაზეთმა საერთაშორისო რეპუტაცია მოიხვეჭა. 1897 წელს მანვე მოიფიქრა გაზეთის ამჟამინდელი სლოგანი "ყველა სიახლე რასაც კი თაბახი დაიტევს" ("All The News That's Fit To Print"). გაზეთის 42-ე ქუჩაზე ახალ ბინაში გადასვლის შემდეგ, ამ ადგილს [[ტაიმს-სქვერი]] (ტაიმზის მოედანი) დაერქვა [[1904]] წელს. ცხრა წლის შემდეგ ტაიმსმა გახსნა ახალი მინაშენი 43-ე ქუჩაზე #229-ში, რაც მისი დღევანდელი შტაბ-ბინაა, ხოლო [[1961]] წელს ყოფილი "ტაიმს ტაუერი" გაიყიდა.
 
ტაიმზი თავდაპირველად ყოველდღიურად იბეჭდებოდა კვირის გარდა, თუმცა მოგვიანებით, სამოქალაქო ომის დროს ტაიმსმა კვირადღესაც დაიყო გაზეთის გამოშვება. გაზეთმა თავისი პირველი [[პულიცერის პრიზი]] ახალი ამბების რეპორტაჟისა და სტატიებისთვის [[პირველი მსოფლიო ომი|პირველი მსოფლიო ომის]] შესახებ მიიღო [[1918]] წელს. ხოლო 1919 წელს მან პირველი ტრანსატლანტიკური მიწოდება მოახდინა ლონდონში.
 
1942 წლიდან [[კროსვორდი]] გაზეთის განუყოფელი ნაწილი გახდა. იმავე წელსვე იგი ყიდულობს რადიო სადგურს WQXR საკუთარი ახალი ამბების და რეპორტაჟების გადმოსაცემად. [[მოდა|მოდის]] განყოფილება 1946 წლიდან იწყება. ამავე წელს დაიწყო საერთაშორისო გამოცემაც, თუმცა ერთ წელიწადში შეწყდა და შეუერთდა [[ნიუ-იორკ ჰერალდ ტრიბიუნი|ნიუ-იორკ ჰერალდ ტრიბიუნსა]] და [[ვაშინგტონ პოსტი|ვაშინგტონ პოსტს]] [[ინტერნეშენელ ჰერალდ ტრიბიუნი|ინტერნეშენელ ჰერალდ ტრიბიუნის]] ერთობლივი გამოცემით პარიზში. ოპ-ედ (მოსაზრებანი-ედიტორიალი) განყოფილება 1970-იდან გამოჩნდა. 1996 წელს ტაიმზი ინტერნეტშიც გამოჩნდა, ხელმისაწვდომი გახადა რა გაზეთი მკითხველებისთვის მთელ მსოფლიოში (www.nytimes.com). ახალი შტაბ-ბინა, [[პიანო, რენცო|რენცო პიანოს]] პროექტის [[ცათამბჯენი]], დასრულების პირასაა და მდებარეობს [[მანჰეტენი|მანჰეტენზე]] 41-ე ქუჩისა და მე-8 ავენიუს კუთხეში. ტაიმზის ოფისები ნაწილობრივ უკვე გადასულია ამ შენობაში.
 
== ტაიმზი დღეს ==
ხაზი 20:
[[კატეგორია:ინგლისურენოვანი გაზეთები]]
[[კატეგორია:ნიუ-იორკი]]
 
{{Link GA|en}}
 
Line 25 ⟶ 26:
[[ar:نيو يورك تايمز]]
[[az:The New York Times]]
[[be:The New York Times]]
[[bg:Ню Йорк Таймс]]
[[bn:দ্য নিউ ইয়র্ক টাইমস]]