მელიქი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 1:
[[Image:Five principalities of karabakh.png|right|thumb|250px]]
'''მელიქი''' ([[არაბ.]] ملك – მალიქ, [[სომხ.]] Մելիք – მელიქ) არაბული სიტყვაა და მფლობელს, გამგებელს [[მეფე|მეფეს]] ნიშნავს. [[ისლამი|ისლამამდე]] მელიქი ჰასანიდებისა და ლაჰამიდების არაბული სახელმწიფოს გამგებელი, სამხრეთ-აღმოსავლეთ არაბეთის ზოგიერთი ტომისა და ცენტრალური არაბეთის ტომთა მეთაური იყო. ისლამის აღმოცენების შემდეგტერმინ „მელიქს“ არაბები იყენებდნენ უპირატესად არამუსლიმი გამგებლების მიმართ (მონარქის მნიშვნელობით) XIII-XVIII საუკუნეებში ამიერკავკასიაში ტერმინი „მელიქი“ ფეოდალთა ტიტულსა და თანამდებობას აღნიშნავდა. [[აზერბაიჯანი|აზერბაიჯანსა]] და [[სომხეთი|სომხეთში]] მელიქები ნახევრად დამოუკიდებელი მფლობელები იყვნენ. [[მონღოლები|მონღოლობის]] დროს მელიქებად იწოდებოდნენ ადგილობრივი ქრისტიანი ფეოდალები, [[აბას I (ირანი)|შაჰ-აბას I-ის]] დროს კი შაჰზე დამოკიდებული ფეოდალები. მელიქის თანამდებობამ კავკასიაშიც მოიკიდა ფეხი. [[საქართველო|საქართველოს]] ტერიტორიაზე არსებობდა მელიქების რამდენიმე სახლი — [[თბილისი|თბილისის]] მელიქ-მამასახლისები ([[ბებუთაშვილები]]), [[სომხითი|სომხითის]] მელიქები ([[მელიქიშვილები]]), [[გორი|გორის]] მელიქები, ლორის მელიქები ([[ლორის მელიქიშვილები]]). მელიქები იყვნენ ყარაბაღის სახანოშიც — ე.წ. [[ხამსა|ხამსას]] მელიქები — [[მელიქ ბეგლარიანები]] გულისტანში, [[მელიქ ისრაელიანები]] ჯრაბერდში, [[მელიქ ჯალალიანები]] ხაჩენში, [[მელიქ შაჰნაზარიანები]] ვარანდში, [[მელიქ ავანიანები]] დიძაკში.
 
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/მელიქი“-დან