როსტომ რაჭის ერისთავი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 1:
'''როსტომ რაჭის ერისთავი''', ერისთავი დაახლოებით 1750-1769 წლებში. [[შოშიტა III]]-ის ძე. ერისთავად გახდომისთავნავე რაჭის თავად-აზნაურები ზოგი ამოწყვიტა, ზოგი გააძევა და მათი მამულები მიიტაცა. ხელხელთ იგდო სამეფო მამულებიც და ამრიგად მთელ რაჭას დაეუფლა. ძლიერ წინააღმდეგობას უწევდა [[იმერეთის სამეფო|იმერეთის]] მეფის [[სოლომონ I]]-ის ცენტრალისტურ პოლიტიკას. იმერეთის ზოგიერთ რენეგატ ფეოდალთან ერთად მეგზურობას უწევდა ოსმალ დამპყრობლებს და ხშირად გამოდიოდა მათ მოკავშირედ სოლომონ -ის წინააღმდეგ ბრძოლაში. 1752 წელს როსტომ რაჭის ერისთავმა და [[ლევან აბაშიძე]]მ სოლომონ I ტახტიდან ჩამოაგდეს, სოლომონმა მალე დაიბრუნა ტახტი. როსტომ რაჭის ერისთავმა ისევ სცადა მეფის თავიდან მოცილება, მაგრამ [[ხრესილის ბრძოლა]]ში (1757) გამარჯვება სოლომონს დარჩა. 60-იანი წლების დასაწყისში როსტომ რაჭის ერისთავი მხარში ედგა ოსმალებს და მათთან ერთად ებრძოდა სოლომონ მეფეს. 60-იანი წლების მიწურულიდან სოლომონ I-მა რამდენჯერმე წარმატებით ილაშქრა რაჭაში, მაგრამ როსტომის ხელში ჩაგდება ვერ მოახერხა. 1769 წელს სოლომონ I-მა მინდობილი როსტომ რაჭის ერისთავი ოჯახიანად შეიპყრო და მკაცრად დასაჯა, მამულები კი სამეფო საკუთრებად გამოაცხადა. 1773 წლამდე როსტომი პატიმარი იყო. შემდეგ გაათავისუფლეს და 1790 წლიდან აღარ იხსენიება.
 
==ლიტერატურა==