წრომის ტაძარი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
r2.7.1) (ბოტის დამატება: hy:Ծրոմի տաճար
ხაზი 11:
[[ფაილი:The plan of Georgian Orthodox Church in Tsromi village.svg|მინი|მარცხნივ|300პქ|წრომის ტაძრის გეგმა]]
 
წრომის ტაძარი ჯვარ-გუმბათოვანი ნაგებობაა (25,6X19,85 მ), ნაშენია კარგად გათლილი ქვიშაქვის კვადრებით (ნაწილობრივ გამოყენებულია მუქი ნაცრისფერი და მოყვითალო პორფირიტი), რომელთა დაწიბოებული ნაკერები ჰორიზონტალური და სწორხაზოვანია. ტაძარს სამი შესასვლელი აქვს: დასავლეთით, ჩრდილოეთითა და სამხრეთით. ოთხი ცალკე მდგომი ბოძი მკვეთრად გამოყოფს გუმბათქვეშა კვადრატს, რომელზეც აღმართულია რვაწახნაგა გუმბათის ყელი. კვადრატიდან რვაწახნაგზე გადასვლა ოთხი დიდი ნახევარკონუსური [[ტრომპი]]ს მეშვეობით ხდება. გუმბათი მდებარეობს ნაგებობის ცენტრში, მის ოთხივე მხარეს [[ჯვარი (სიმბოლო)|ჯვრის]] მკლავებია, რომელთა ფორმა ხაზგასმულია ურთიერთპერპენდიკულარული მძლავრი ცილინდრული კამარებით.
 
შენობის ინტერიერში გამოკვეთილია სიგრძივი (აღმოსავლეთ-დასავლეთის)ღერძი, რომლის აღმოსავლეთი [[აფსიდი]]ა, ხოლო დასავლეთი კი [[პატრონიკე]], რომელიც დასავლეთის მკლავს სიგრძით უთანაბრებს აღმოსავლეთისას და აწონასწორებს მთელ შინაგან სივრცეს. პატრონიკეს ქვეშ მდებარეობს წაგრძელებული [[ნართექსი]], რომლის შუა ნაწილი გადახურულია ცილინდრული [[კამარა|კამარით]], ხოლო გვერდითები – ჯვაროვანით. ნართექსიდან სამი შესასვლელია ტაძარში. პატრნიკეზე ასასვლელი ოთხმარშიანი კიბის ყოველი მარში თაღზეა დამყარებული. სამხრეთ-დასავლეთით ორსართულიანი სათავსია, რომლის აღმოსავლეთით გახსნილი ქვედა სართული საქალებო იყო, ხოლო მეორე სართული – დიდებულთა სადგომი. აფსიდის ორივე მხარეს ოთხკუთხა სათავსებია – [[სადიაკვნე]] და [[სამკვეთლო]]. ჩრდილო-აღმოსავლეთისას ჯვაროვანი კამარა აქვს, სამხრეთ-აღმოსავლეთისას ვარსკვლავისებრი. ამ სათავსებში აღმოსავლეთით, პატარა აფსიდების სარკმლების ორივე მხარეს, სწორკუთხა ნიშებია. მკლავების თითო დიდი სარკმელი, გუმბათის ყელის ოთხი სარკმელი და რამდენიმე მრგვალი სარკმელი განათების მხატვრულად გააზრებულ სისტემას ქმნიან.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/წრომის_ტაძარი“-დან