ოკლაჰომა-სიტი თანდერი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 49:
{{ითარგმნება}}
===გამოსაჩენი პოზიციები (2010-11)===
{{ითარგმნება}}
ფინანსურად, თანდერის ორგანიზაცია აგრძელებდა გუნდის შენებას, დაწყებული [[სიეტლი|სიეტლიდან]] [[ოკლაჰომა-სიტი|ოკლაჰომა-სიტიში]] გადასვლით. 2011 წლის იანვარში, ჟურნალ [[ფორბსი|ფორბსმა]] გუნდის ღირებულება 329 მილიონი დაასახელა, რაც 6% მეტი იყო წინა წელთან შედარებით. ჟურნალმა აღნიშნა გუნდის განახლებისთვის დახარჯული 118 მილიონი და ოპერატიული მოგება 22.6 მილიონი დოლარი, რაც 6.3% და 78% მეტი იყო წინა წელთან შედარებით. თანდერმა რეგულარული სეზონი 55-27 შედეგით დაასრულა, რაც 5 მოგებით მეტი იყო წინა წელთან შედარებით. გუნდმა ასევე მოიპოვა პირველი დივიზიონის ტიტული, მას შემდეგ რაც გუნდი [[ოკლაჰომა-სიტი|ოკლაჰომაში]] გადავიდა, რაც გუნდის ისტორიაში საბოლოოდ მე-7 ტიტული აღმოჩნდა.
 
მე-4 ადგილით გასულებს, [[დასავლეთი კონფერენცია (NBA)|დასავლეთ კონფერენციის]] პლეი-ოფში გუნდს მე-5 ადგილით გასული [[დენვერ ნაგეტსი]] შეხვდა. პირველ თამაშში [[კევინ დურანტი|კევინ დურანტმა]] 41 ქულა დააგროვა, რომელიც მისთვის ყველაზე უმაღლესი ქულა გამოდგა პლეი-ოფის კარიერაში. სერიის ბოლო თამაშში, მან კვლავ შეძლო 41 ქულის დაგროვება, ხოლო სერჯ იბაკა კი თითქმის გაუთანაბრდა ყველაზე მეტი დაბლოკვით პლეი-ოფში (10, რომელიც ასევე მარკ იტონს, ჰაკიმ ოლეიუონს და ენდრიუ ბაინამს ჰქონდა), რომელმაც 9 მოახერხა. სერია კი თანდერმა 4-1 მოიგო და შემდეგ ეტაპზე გასულებს, [[მემფის გრიზლი]] შეხვდათ, რომლებიც გასული იყვნენ მე-8 ადგილით და რამოდენიმე დღით ადრე შეძლეს პირველი ადგილით გასული [[სან-ანტონიო სპურსი|სპურსის]] გამოთიშვა პლეი-ოფიდან. სერია კი მეტისმეტად დაძაბული გამოდგა და საბოლოოდ გამარჯვებული მაინც თანდერი გამოვიდა, როდესაც სერია მე-7 თამაშში 4-3 მოიგო. დურანტი კიდევ ერთხელ იყო გამორჩეული ვარსკვლავი თამაშში, როდესაც 39 ქულა დააგროვა, [[რასელ ვესტბრუკი|ვესტბრუკმა]] კი ტრიპლ-დაბლი. მიუხედავად დიდი მონდომებისა, თანდერი [[დასავლეთი კონფერენცია (NBA)|დასავლეთ კონფერენციის]] ფინალში მომავალ ჩემპიონ - [[დალას მევერიქსი|დალას მევერიქსს]] დაუპირისპირდა, სადაც შეეძლო სერიის გათანაბრება, მაშინ როდესაც 2-1 აგებდა და მე-4 თამაშში 15 ქულიანი უპირატესობა ჰქონდა თამაშის დასრულებამდე 15 წუთით ადრე. საბოლოოდ თამაში დამატებით დროში 112-105 წააგო, სერია კი 4-1 დათმო.
 
===ტიტულისთვის ბრძოლაში (2011-2012)===