ინდოევროპული ენები: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
r2.7.2+) (ბოტის შეცვლა: fa:زبان‌های هندو-اروپایی
r2.7.3) (ბოტის შეცვლა: ga:Na teangacha Ind-Eorpacha; cosmetic changes
ხაზი 1:
'''ინდოევროპული ენები''' — მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული [[ენათა ოჯახები|ენათა ოჯახი]]. ინდოევროპული ენები წარმოდგენილიa დედამიწის ყველა კონტინენტზე. ამ [[ენა (მრავალმნიშვნელოვანი)|ენებზე]] მოლაპარაკეთა რიცხვი 2,5 მილიარდს აღემატება.

საერთოდ, ინდოევროპულ ენებს მიაკუთვნებენ 400-ზე მეტ ენას, რომელთაგანაც ქვემოთ ჩამოთვლილი 9 ენა 100 მილიონზე მეტ მოლაპარაკეს ითვლის.

ესენია:

[[ბენგალური ენა|ბენგალური]], [[გერმანული ენა|გერმანული]], [[ესპანური ენა|ესპანური]], [[ინგლისური ენა|ინგლისური]], [[პორტუგალიური ენა|პორტუგალიური]], [[რუსული ენა|რუსული]], [[სპარსული ენა|სპარსული]], [[ფრანგული ენა|ფრანგული]], [[ჰინდი]].

ინდოევროპული ენების ამგვარი გავრცელება არის შედეგი ერთი მხრივ მრავალი საუკუნის განმავლობაში მიმდინარე [[ხალხთა დიდი გადასახლება|ხალხთა დიდი გადასახლებისა]], ხოლო მეორე მხრივ კი [[XV საუკუნე|XV საუკუნიდან]] დაწყებული ევროპის ქვეყნების წინსვლითა და მათ ([[ინგლისი|ინგლისის]], [[ნიდერლანდები|ნიდერლანდების]], [[საფრანგეთი|საფრანგეთის]], [[ესპანეთი|ესპანეთის]], [[პორტუგალია|პორტუგალიის]], [[იტალია|იტალიის]], [[რუსეთი|რუსეთის]] ) მიერ [[მსოფლიო]] მასშტაბით წარმოებული ფართო ექსპანსიისა.

ინდოევროპული ოჯახის ენები ავლენენ საკმაოდ დიდ თანხვედრებს ლექსიკაში, [[ფლექსია|ფლექსიაში]]ში, გრამატიკულ კატეგორიებში ([[რიცხვი (გრამატიკა)|რიცხვი]], სქესი, [[აბლაუტი]]).

== ისტორია ==

სავარაუდოდ, ინდოევროპული ენები წარმოდგებიან ერთი საერთო წინარე ენისაგან, რომელზე მოლაპარაკეთაც 8-10 ათასი წლის წინათ უნდა ეცხოვრათ. არსებობს რამდენიმე [[ჰიპოთეზა]] ამ ენის წარმოშობის ადგილის შესახებ - ასახელებენ აღმოსავლეთ ევროპას, წინარე აზიას, [[ევროპა|ევროპისა]] და [[აზია|აზიის]] შესაყართან არსებულ სხვა რეგიონებს. ერთ-ერთი ჰიპოთეზის თანახმად, [[წინარე ინდოევროპული ენა]] დაახლოებით 8 ათასი წლის წინათ უნდა გამოფილიყო იმ დროისათვის [[მცირე აზია|მცირე აზიაში]]ში გავრცელებულ [[ხეთური ენა|ხეთურ ენას]].

== სტრუქტურა ==

ინდოევროპულ ენებს ტრადიციულად 10 დიდ ჯგუფად ყოფენ. აქ წარმოდგენილია ეს ჯგუფები ისტორიული რიგით, მათი პირველი დამოწმების შესაბამისად:

* '''[[ანატოლიური ენები]]''' — დამოწმებულია ძველი წელთაღრიცხვის [[XVIII საუკუნე|XVIII საუკუნიდან]]. ამჟამად მხოლოდ მკვდარ ენებს აერთიანებს, რომელთაგან აღსანიშნავია [[ხეთური ენა]].

* '''[[ინდოირანული ენები]]''' — წარმოდგებიან საერთო პროტო-ინდოირანული ენისაგან.
:: ინდოირანული ენები იყოფა ორ ჯგუფად:

::: 1. [[ინდოარიული ენები|ინდოარიულ]] და
::: 2. [[ირანული ენები|ირანულ ენებად]].

* '''[[ბერძნული ენა]]''' — ფრაგმენტული ჩანაწერები [[მიკენური ხანა|მიკენურისა]] გვხვდება ძველი წელთაღრიცხვის [[XIV საუკუნე|XIV საუკუნიდან]]. [[ჰომეროსი]] თარიღდება ძველი წელთაღრიცხვის [[VIII საუკუნე|VIII საუკუნით]]. ამჟამად წარმოდგენილია ერთი ენით.

* '''[[იტალიკური ენები]]''' — დადასტურებულია ძველი წელთაღრიცხვის [[I ათასწლეული|I ათასწლეულიდან]]დან.

:: იყოფა სამ ქვეჯგუფად:

::: 1. [[ოსკო-უმბრიული ენები|ოსკო-უმბრიულ]],
::: 2. [[ლათინურ-ფალისკური ენები|ლათინურ-ფალისკურ]]
::: 3. [[რომანული ენები|რომანულ ენებად]].
* '''[[კელტური ენები]]''' — წარწერები [[გალური ენა|გალურ ენაზე]] დადასტურებულია ძვ. წ. [[VI საუკუნე|VI საუკუნით]], ხოლო ძველ ირლანდიურ ენაზე - ახ. წ. [[VI საუკუნე|VI საუკუნით]].

* '''[[გერმანული ენები]]''' — ტექსტები [[რუნული დამწერლობა|რუნული დამწერლობით]] ცნობილია [[II საუკუნე|II საუკუნიდან]], ხოლო [[გოთური ენა|გოთურით]] [[IV საუკუნე|IV საუკუნიდან]].
:: გერმანული ენები იყოფა სამ ჯგუფად:
::: 1. ჩრდილოეთგერმანული,
::: 2. აღმოსავლეთგერმანული და
::: 3. დასავლეთგერმანულად.

* '''[[სომხური ენა]]''' — დამოწმებულია [[V საუკუნე|V საუკუნიდან]]. წარმოდგენილია ერთი ენით.

* '''[[ტოქარული ენები]]''' — დამოწმებულია [[VI საუკუნე|VI საუკუნიდან]], ტოქარელების ენა ორი დიალექტით. ამჟამად მკვდარი [[ენა (ენათმეცნიერება)|ენაა]].

* '''[[ბალტო-სლავური ენები]]''':
:: იყოფა ორ ქვეჯგუფად:
::: 1. [[სლავური ენები|სლავური]]
::: 2. [[ბალტიური ენები|ბალტიური]].
: პირველი მათგანი [[IX საუკუნე|IX საუკუნიდან]] დამოწმებულია [[ძველ საეკლესიო სლავური ენა|ძველ საეკლესიო სლავურ ]] ტექსტებში, მეორე - [[XIV საუკუნე|XIV საუკუნეში]]ში.

* '''[[ალბანური ენა]]''' — დამოწმებულია [[XVI საუკუნე|XVI საუკუნეში]]ში. სავარაუდოა მისი კავშირები [[ილირიული ენა|ილირიულთან]], [[დაკური ენა|დაკურთან]] და [[თრაკიული ენა|თრაკიულთან]].

გარდა აქ ჩამოთვლილი ენებისა, ინდოევროპულ ენებად მიიჩნევა რიგი მკვდარი ენებისა, რომლებიც ნაკლებად არიან შესწავლილი. მათ რიცხვს მიეკუთვნება: ილირიული, [[მესაპური ენა|მესაპური]], [[ფრიგიული ენა|ფრიგიული]], თრაკიული, [[ძველი მაკედონური ენა|ძველი მაკედონური]], დაკური და სხვა.

== ლიტერატურა ==

* Robert S. P. Beekes: Comparative Indo-European Linguistics. An Introduction. Benjamins, Amsterdam 1995, ISBN 1-55619-505-2
ხაზი 101:
[[fur:Lenghe indoeuropean]]
[[fy:Yndo-Jeropeeske talen]]
[[ga:TeangachaNa teangacha Ind-Eorpacha]]
[[gan:印歐語系]]
[[gd:Cànanan Innd-Eòrpach]]