ანრი IV (საფრანგეთი): განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
r2.7.2+) (ბოტის შეცვლა: az:IV Henrix
r2.7.3) (ბოტის შეცვლა: la:Henricus IV (rex Francorum); cosmetic changes
ხაზი 44:
[[1572]] წელს, როდესაც ანრის ქორწილი უკვე გადაწყვეტილი საქმე იყო, [[ჟანა დ'ალბრე]] [[პარიზი|პარიზში]] ჩავიდა უკანასკნელი მოლაპარაკებებისთვის, სადაც იგი [[ეკატერინე მედიჩი]]მ მოწამლული ხელთათმანების მეშვეობით მოკლა.
 
ეს ამბავი ანრი ნავარელმა გზაში შეიტყო, მაგრამ მიუხედავად ამისა, ქორწილი არ გადადეს. [[1572]] წლის [[აგვისტო|აგვისტოში]]ში ეს ქორწინება შედგა, მაგრამ ამ ქორწინებამ ვერ გაამართლა მასზე დამყარებული იმედები.
 
ქორწილიდან 6 დღის შემდეგ კათოლიკები ვერაგულად თავს გაესხნენ პარიზში შეკრებილ [[ჰუგენოტები|ჰუგენოტებს]]. ეს ღამე ისტორიაში „[[წმინდა ბართლომეს ღამე|წმინდა ბართლომეს ღამისღამის“]] სახელით შევიდა. ანრი ბურბონის გარემოცვიდან უმეტესობა მოკლეს, თვითონ კი იძულებული გახდა კათოლიკობა მიეღო, მაგრამ მიუხედავად ამისა, ის [[ლუვრი|ლუვრში]] დატყვევებული აღმოჩნდა.
 
მისი პარიზში ტყვეობა ოთხი წელი გაგრძელდა, ბოლოს კი,[[1576]] წელს ანრიმ ნადირობა მოიმიზეზა და მცირე ამალით ანჟუში გაიქცა, მან უარყო კათოლიკობა,კვლავ [[კალვინიზმი]] მიიღო და ფრანგ პროტესტანტებს ჩაუდგა სათავეში.
ხაზი 56:
[[1580]] წელს მარგარიტა კვლავ დაბრუნდა პარიზში, ანრის კი [[1582]] წელს ახალი შეყვარებული გამოუჩნდა, დიანა დ'ანდუენი, რომელიც სილამაზით, ჭკუით და მამაცობით გამოირჩეოდა, ანრის კარზე იგი დედოფლის როლს ასრულებდა, და ანრი მასზე დაქორწინებასაც ფიქრობდა, მაგრამ [[1589]] წელს ამ სიყვარულმა მას გადაუარა.
 
ამ პერიოდში სამოქალაქო ომმა პიკს მიაღწია. კათოლიკები გაერთიანდნენ ლიგასი, რომელსაც [[ანრი გიზი]] ხელმძღვანელობდა და რელიგიური ბრძოლის საბაბით, ინტრიგებით ცდილობდნენ ანრი III-ს ტახტიდან გადმოგდებას. [[1588]] წელს ანრი III გაიქცა პარიზიდან შარტრში, იმავე წლის [[ნოემბერი|ნოემბერში]] მან მოაკვლევინა ანრი გიზი, ლიგას სათავეში ანრი გიზის უმცროსი ძმა ჩაუდგა. ამის შემდეგ ანრი III-ს მდგომარეობა კიდევ გაუარესდა. მან დახმარება ანრი ბურბონს სთხოვა და რადგან მას საკუთარი შვილები არ ჰყავდა, [[1589]] წელს ბურბონი თავის მემკვიდრედ გამოაცხადა. ორივე ანრი გააერთიანებული ჯარებით მიადგა პარიზს. [[1 აგვისტო|1 აგვისტოს]] კი ფანატიკოსმა [[ჟაკ კლემანი|ჟაკ კლემანმა]] ხანჯლით მოკლა მეფე.
 
== საფრანგეთში გამეფება ==
[[ფაილი:Death-of-Henry4.jpg|მინი|ანრი IV-ის მკვლელობა]]
[[ანრი III (საფრანგეთი)|ანრი III]]-ს მკვლელობის შემდეგ [[ჰუგენოტები|ჰუგენოტებმა]] ბურბონი მაშინვე სცნეს [[საფრანგეთი|საფრანგეთის]] მეფედ, ხოლო კათოლიკებმა ჯერ რწმენის შეცვლა მოსთხოვეს. აჯანყებულ [[პარიზი|პარიზს]] ამასობაში მაიენის ჰერცოგი (ანრი გიზის უმცროსი ძმა) მართავდა.
 
ანრის საკმარისი ძალა არ შესწევდა პარიზის ასაღებად, ამიტომ [[ნორმანდია|ნორმანდიისკენ]] დაიხია. მასსა და მაიენის ჰერცოგს შორის ბრძოლები ოთხი წელი გაგრძელდა. [[21 სექტემბერი|21 სექტემბერს]] მან ჰერცოგი დაამარცხა და ქალაქი ტური დაიკავა, სადაც მომდევნო თვეები გაატარა. ანრიმ ჰუგენოტებს ახალი უფლებები არ მისცა და რელიგიური პრობლემების გადაწყვეტა საეკლესიო საბჭოს მიანდო, რითაც მან ჰუგენოტებიც და კათოლიკებიც დააკმაყოფილა.
ხაზი 66:
ანრი საღი გონებით, შორსმჭვრეტელობით, გონებამახვილობითა და ბძოლის ველზე სიმამაცით გამოირჩეოდა. ჰუგენოტებიც და კათოლიკეებიც მასში ხედავდნენ ადამიანს, ვინც შეძლებდა სამოქალაქო ომის დასრულებას და ქვეყანაში მშვიდობის დამყარებას.
 
[[1590]] წლის გაზაფხულზე ანრიმ [[ივრის ბრძოლა]]ში სასტიკად დაამარცხა [[მაიენი]]ს ჰერცოგი, ეს უკანასკნელი ამალის გარეშე გაიქცა და [[მანტი|მანტს]] შეაფარა თავი. ამის შემდეგ ჰერცოგს აღარ ჰქონდა პარიზში დაბრუნების საშუალება. ანრიმ ისევ სცადა პარიზის დაკავება, მაგრამ კათოლიკეებს [[ესპანეთი]]ს მეფემ, [[ფელიპე II (ესპანეთი)|ფელიპე II]]-მ უშველა, მან პარმის ჰერცოგის მეთაურობით [[ნიდერლანდები|ნიდერლადებიდან]] არმია დაუპირისპირა ანრის. ანრიმ კი [[ინგლისი|ინგლისის]] დედოფლისგან [[ელისაბედ I (ინგლისი)|ელისაბედისგან]] მიიღო დიდძალი ფულადი დახმარება, რითაც შეძლო ჯარის შეკრება და მანტის, შარტრის და ნიონის დაკავება. მანტში მან თავისი ახალი შეყვარებული გაბრიელ დ'ეტრე გაიცნო.
 
[[1592]] წელს ანრიმ კათოლიკების ერთ-ერთი მთავარი ქალაქის, [[რუანი]]ს აღება სცადა, მაგრამ აქაც ესპანელებმა შეუშალეს ხელი. [[1593]] წელს მაიენის ჰერცოგმა პარიზში [[გენერალური შტატები]] მოიწვია ახალი კათოლიკე მეფის ასარჩევად. საქმეს ართულებდა ეს ფაქტი: უკანასკნელი მეფის ყველაზე ახლო ცოცხალი ნათესავი იყო ფელიპე II-ს ქალიშვილი, ხოლო ფრანგული კანონით ქალს ტახტზე ასვლის ნება არ ჰქონდა. [[23 ივლისი|23 ივლისს]] ანრიმ კათოლიკობა მიიღო. თავისი მომხრეების კრიტიკას მან განთქმული ფრაზით უპასუხა: "პარიზი ღირს მესად".
ხაზი 74:
მიუხედავად ამისა, ესპანეთის მეფე არ ცნობდა ანრის საფრანგეთის მეფედ და აგრძელებდა ომს. [[1597]] წელს ესპანელები ამენამდე მოვიდნე, მაგრამ მიუხედავად ამისა, მათ არ ჰქონდათ ანრის ტახტიდან ჩამოგდების არანაირი შანსი. [[1598]] წელს კი ესპანეთის მეფე დათანხმდა მოეწერა სამშვიდობო ხელშეკრულება.
 
რელიგიური ომები დასრულდა [[ნანტის ედიქტი|ნანტის ედიქტის]] ხელმოწერით [[1598]] წელს, მართალია პროტესტანტული ეკლესია კათოლიკურს ვერ გაუთანაბრდა, მაგრამ ჰუგენოტებმა მნიშვნელოვანი უფლებები მაინც მიიღეს.
 
მთელი ამ პერიოდის განმავლობაში გაბრიელა დ'ეტრე იყო ანრის ფავორიტი. [[1594]] წელს მათ ვაჟი შეეძინათ, რომელსაც კეისარი დაარქვეს. ანრიმ ის კანონიერად სცნო და დაიწყო მარგარიტა ვალუასთან განქორწინების პროცესი. მათ კიდევ ორი შვილი ეყოლათ, მაგრამ გაბრიელამ მეფის განქორწინებამდე ვერ იცოცხლა, ის [[1599]] წელს გარდაიცვალა.
ხაზი 87:
=== ქორწინება და შვილები ===
 
[[1572]] წლის [[18 აგვისტო|18 აგვისტოს]] ანრი ბურბონმა ცოლად [[მარგარიტა ვალუა]] შეირთო. განქორწინდნენ [[1599]] წელს.
 
[[1600]] წლის [[17 დეკემბერი|17 დეკემბერს]] მან [[მარია მედიჩი]] შეირთო. მათი შვილები იყვნენ:
ხაზი 96:
* ნიკოლას-ანრი ([[1607]]-[[1611]])
* გასტონი [[ორლეანი]]ს ჰერცოგი ([[1608]]-[[1660]])
* ანრიეტა-მარია ([[1609]]-[[1669]]) ცოლად [[ჩარლზ I (ინგლისი)|ჩარლზ I]] [[ინგლისი|ინგლისის]] მეფეს გაყვა
 
ამათ გარდა ანრის კიდევ 11 უკანონო შვილი ჰყავდა.
ხაზი 179:
[[კატეგორია:დაბადებული 1553]]
[[კატეგორია:გარდაცვლილი 1610]]
 
{{Link GA|de}}
 
Line 212 ⟶ 213:
[[ja:アンリ4世 (フランス王)]]
[[ko:앙리 4세]]
[[la:Henricus IV (rex FranciaeFrancorum)]]
[[lb:Henri IV. vu Frankräich]]
[[lt:Henrikas IV Burbonas]]