ხოსროიდები: განსხვავება გადახედვებს შორის

არ არის რედაქტირების რეზიუმე
დინასტიას სათავე დაუდო სპარსეთის შაჰის, ხოსრო დიდის უფროსმა ვაჟიშვილმა მიჰრანმა, რომელიც ქართულ ისტორიაში ცნობილია მირიან მეფის სახელწოდებით. ფარნავაზიანთა დინასტიის ხოსროვიანთა დინასტიით ჩანაცვლება გამოიწვია უკანასკნელი ფარნავაზიანი მეფის ასფაგურის გარდაცვალებამ სპარსეთის წინააღმდეგ ბრძოლისას-როდესაც სომხეთსა და ქვემო ქართლში შემოჭრილი სპარსთა მარბიელი ლაშქრის წინააღმდეგ ოსეთიდან მოკავშირეების გამოყვანას აპირებდა. ასფაგურს მემკვიდრე ძე არ დარჩა.
 
''{{ციტატა|,,და ესე ასფაგურ იყო უკანაჲსკნელი მეფე ფარნავაზიანთა ნათესავისაჲ" }} ლეონტი მროველი-ცხოვრება ქართველთა მეფეთა. ქართლის ცხოვრება. ტომი I. გვ. 52. ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა. თბ. 2012''
 
''{{ციტატა|,,ხოლო დაესრულნეს მეფენი ქართლისანი ფარნავაზიანნი."}} იქვე. გვ. 53.''
 
''{{ციტატა|,,და არა ესუა ამას ასფაგურს ძე, არამედ ესუა ასული ერთი." }}იქვე. გვ. 55.''
 
უმეფოდ დარჩენილმა ქართულმა არისტოკრატიამ მაიჟან სპასპეტის მეთაურობით სპარსეთის შაჰს ქვეყნის დანდობა და მემკვიდრე-7 წლის მიჰრვანი სთხოვა გასამეფებლად. მას მეუღლედ ასფაგურის ასული-აბეშურა შერთეს-რითაც ხაზი გაესვა პირველი დინასტიის მემკვიდრეობითობის უფლების კანონიერ გადასვლას მეორე დინასტიაზე. ხოსროვიანები ამრიგად ქართლის სომხური დინასტიის მეფეებს-არშაკიდებსაც დაუნათესავდნენ, ვინაიდან ასფაგური დედით არშაკიდი, ხოლო მამით ფარანავაზიანი იყო.
15 წლის მირიანს აბეშურა დედოფალი გარდაეცვალა.
 
''{{ციტატა|,,მოუკუდა ცოლი, ასული ქართველთა მეფისაჲ, და დაესრულა ამას ზედა მეფობაჲ და დედოფლობაჲ ფარნავაზიანთა მეფეთაჲ." }}იქვე. გვ. 5855.' '
 
მირიან მეფემ ცოლად ბიზანტიის სამხედრო მინისტრის, პონტოელი ლოგოთეტის ასული-ნანა მოიყვანა. სწორად ამ დროს, მირიან მეფეს, ნანა დედოფალს და წმინდა ნინოს უკავშირებს ქართული საისტორიო ტრადიცია მირიანის ბიზანტიური საგარეო-პოლიტიკური ვექტორის არჩევას-რაც გამოიხატა ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებით. ამ გადაწყვეტილებამ შეუფასებელი გავლენა იქონია საქართველოს სახელმწიფოებრიობაზე და ისტორიაზე. მირიანი ერთ-ერთ უდიდეს მეფედ შემორჩა საქართველოს ისტორიას.
603

რედაქტირება