გოტჰოლდ ეფრაიმ ლესინგი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
r2.7.2) (ბოტის წაშლა: diq:Gotthold Ephraim Lessing
r2.7.3) (ბოტის დამატება: fy:Gotthold Ephraim Lessing; cosmetic changes
ხაზი 24:
| სქოლიო =
}}
'''გოტჰოლდ ეფრაიმ ლესინგი''' (დ. [[22 იანვარი]]. [[1729]], [[კამენცი]], [[საქსონია]] — გ. [[15 თებერვალი]] [[1781]], [[ბრაუნშვაიგი]]), [[გერმანელები|გერმანელი]] მწერალი, განმანათლებელი. გერმანული კლასიკური ლიტერატურის ერთ-ერთი ფუძემდებელი. სწავლობდა [[ლაიფციგი|ლაიფციგისა]]სა და [[ვიტენბერგი|ვიტენბერგის]] [[უნივერსიტეტი|უნივერსიტეტებში]]. [[1767]]-[[1769]] იყო [[ჰამბურგი|ჰამბურგის]] ეროვნული თეატრის რეცენზენტი. [[1770]]-იდან სიკვდილამდე მუშაობდა ბრაუნშვაიგის ჰერცოგის ბიბლიოთეკაში.
 
== მოღვაწეობა ==
გერმანული ფილოსოფიისა და საზოგადოებრივი აზრის განვითარებაში ჯეროვანი მნიშვნელობა ენიჭება ლესინგის ადრინდელ ლიტერატურულ ნიმუშებსა და კრიტიკულ გამოკვლევებს. პირველსავე პიესებში „ახალგაზრდა მეცნიერი" ([[1747]]-[[1748]]), „ქალთა მოძულე" (1748), „შინაბერა" (1748), „ებრაელები" (1749), „თავისუფლად მოაზროვნე" ([[1749]]) და სხვ., აგრეთვე [[იგავ-არაკი|იგავ-არაკებში]], ლექსებში, ეპიგრამებსა და პუბლიცისტურ გამოსვლებში ლესინგი წარმოდგება როგორც აბსოლუტიზმის იდეოლოგიის წინააღმდეგ მებრძოლი და დემოკრატიული ფენების ინტერესების დამცველი მწერალი. ლესინგის ადრინდელი კომედიებს ეტყობა ი. გოტშედის მიერ დანერგილი კლასიციზმის პოეტიკის გავლენა, რომელსაც მწერალმა მალე დააღწია თავი; შემდგომში იგი ილაშქრებდა კიდევაც კლასიცისტური ლიტერატურის წინააღმდეგ. ეს ტენდეცია გამოჩნდა ტრაგედიაში „მის სარა სამფსონი" ([[1755]]), კომედიაში „მინა ფონ ბარნჰელმი" ([[1767]]). ლესინგი დაუპირისპირდა მეშჩანური დრამის იდეურ-პოლიტიკურ შეზღუდულობას. პოლიტიკურად და სოციალურად კიდევ უფრო გამახვილებულია ტრაგედია „ემილია გალოტი" ([[1772]]). ლესინგის უკანასკნელი პიესა „ნათან ბრძენი" ([[1779]]) მიმართულია რეაქციის წინააღმდეგ.
 
ხაზი 33:
ქართულ ენაზე უკვე XIX საუკუნეში ითარგმნა "ემილია და გალოტი" და "ნათან ბრძენი". ლესინგის თეორიული შეხედულებებს დიდად აფასებდნენ ქართული საზოგადოების თავკაცები. [[ჭავჭავაძე, ილია|ი. ჭავჭავაძე]] ლესინგს იხსენიებს "სახელოვან გერმანელ კრიტიკოსად", "მთელს ქვეყანაში სახელგანთქმულ გერმანელად", ხოლო მის "ლაოკოონს" - "სახელოვან თხზულებად". გ. წერეთელს ეს შრომა ლიტერატურის სფეროში ღირებულებათა საზომად მიაჩნდა. ლესინგის ცხოვრებასა და მოღვაწეობას საკმაოდ დიდი შრომა უძღვნა [[ხომლელი|ხომლელმა]](რომანოზ ფანცხავამ) ჟურნალ "აკაკის თვიურ კრებულში" ([[1899]], № 3-5) სათაურით "გოტგოლდ ლესინგი". ლესინგის პიესებიდან ქართულ სცენაზე დაიდგა "ემილია გალოტი" ([[1962]], გორის სახელმწიფო თეატრში) და "ნათან ბრძენი" ([[1976]], რუსთაველის სახელმწიფო აკადემიურ თეატრში). გამოიცა ლესინგის პიესების ერთტომეული.
 
== რესურსები ინტერნეტში ==
{{Wikiquote}}
{{Commons|Gotthold Ephraim Lessing|Gotthold Ephraim Lessing}}
ხაზი 46:
* [http://www.archive.org/search.php?query=creator%3A%22Gotthold%20Ephraim%20Lessing%22 Works by Lessing] at the Internet Archive
 
== ლიტერატურა ==
*{{ქსე|6|200|რევიშვილი შ.}}
 
ხაზი 73:
[[fi:Gotthold Ephraim Lessing]]
[[fr:Gotthold Ephraim Lessing]]
[[fy:Gotthold Ephraim Lessing]]
[[gl:Gotthold Ephraim Lessing]]
[[he:גוטהולד אפרים לסינג]]