[[ფაბრიკა-ქარხნები]], [[ელექროსადგური|ელექტროსადგურები]] და [[ავტომანქანა|ავტომანქანები]] უამრავ ნარჩენ აირს, ჭვარტლსა და მტვერს გამოყოფს ჰაერში. დაბინძურებილიდაბინძურებული ჰაერი ადამიანს და სხვა ცოცხალ არსებას ფილტვებს უზიანებს. ჰაერის ზოგიერთი სახის დაბინძურებამ შეიძლება გონებასაც კი ავნოს. ჰაერში ნარჩენი აირების დაგროვება [[მჟავური წვიმა|მჟავურ წვიმებს]] იწვევს, რომლებიც ხეებს, ტბებს, მდინარეებსა და შენობებსაც კი აზიანებს. [[ოზონი]] [[აირი]]ა რომელიც [[ატმოსფერო (დედამიწა)|ატმოსფერო]]ს ზედა ფენებში ბუნებრივად წარმოიქმნება [[ჟანგბადი]]საგან. დედამიწას ოზონის თხელი ფენა იცავს მზის ულტრაიისფერი მავნე სხივების ზემოქმედებისაგან. ოზონის ფენას საწვავის წვით წარმოქმნილი აირები და [[ფრეონი]] ანადგურებს, რომელსაც მაცივრები და [[აეროზოლი|აეროზოლები]] შეიცავს. თუ ოზონის ძირითადი ფენა დაზიანდა, კანის კიბოთი დაავადების შემთხვევები მოიმატებს.