ლიბერტარიანიზმი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 42:
==== ეგოისტური ანარქიზმი ====
ინდივიდუალისტური ანარქიზმის გავლენიანი ფორმა, "ეგოიზმი" იგივე ეგოისტური ანარქიზმი, განისაზღვრა ერთ-ერთი ყველაზე ადრეული და კარგად ცნობილი ინდივიდუალისტური ანარქიზმის პროპონენტის, გერმანელი [[მაქს შტირნერი|მაქს შტირნერის]] მიერ. შტირნერის ''ეგო და იგი თვითონ'', გამოქვეყნებული 1844 წელს, ამ ფილოსოფიის დამფუძნებელი ნაშრომია. შტირნერის მიხედვით, ინდივიდუალის უფლებების შემზღვუდელი ფაქტორი არის მხოლოდ მისი ძალაუფლება მოიპოვოს რაც სურს, ღმერთის, სახელმწიფოს და მორალის ჩაუთვლელად. შტირნერი თვლიდა, რომ უფლებები არის [[რეიფიკაცია|მოჩვენებითობა]] ადამიანის გონებაში და რომ არ არსებობს საზოგადოება, არსებობენ მხოლოდ ინდივიდუალები. იგი უჭერდა მხარს სურვილის მიხედვით მოქმედებეას, რომელსაც შტირნერი განიხილავდა, როგორც ორგანიზაციის ფორმას [[სახელმწიფო|სახელმწიფოს]] ნაცვლად. ეგოისტი ანარქისტები ამტკიცებენ, რომ ეგოისტური სურვილი წარმოშობოს ინდივიდუალებს შორის ჭეშმარიტ და სპონტანურ გაერთიანებას.
 
==== ადრეული ინდივიდუალისტური ანარქიზმი ====
[[იოსია უორენი]] ფართოდ ცნობილი, როგორც პირველი ამერიკელი ანარქისტი და ოთხგვერდიანი ყოველკვირეული გაზეთის ''მშვიდობიანი რევოლუციონერის'', პირველი პერიოდული ანარქისტული გამოცემის რედაქტორი იყო [[1833]] წელს. ამერიკელი ანარქისტი ისტორიკოსის [[ეუნიკე მინიტ შუსტერი|ეუნიკე მინიტ შუსტერის]] მიხედვით „ეს ნათელია... რომ პრუდონიანური ანარქიზმი ამერიკის შეერთებულ შტატებში სულ ცოტა [[1848]] წელს იყო დამკვიდრებული და ის ნაკლებად უკავშირდებოდა იოსია უორენისა და [[სტეფან პერლ ენდრიუსი|სტეფან პერლ ენდრიუსის]] ინდივიდუალისტურ ანარქიზმს... [[უილიამ ბ. გრინი|უილიამ ბ. გრინმა]] წარმოადგინა პრუდონიანური მიუტიუელიზმი ყველაზე წმინდა და სისტემატური ფორმით.“ [[ჰენრი დევიდ თორო]] ([[1817]]-[[1862]]) იყო ფიგურა, რომელმაც მნიშვნელოვანი ზეგავლენა მოახდინა ადრეულ ინდივიდუალისტურ აზროვნებაზე აშშ-სა და ევროპაში. თორო ამერიკელი მწერალი, პოეტი, ნატურალისტი, ანტიმოდერნისტი, გეოდეზისტი, ისტორიკოსი, ფილოსოფოსი და წამყვანი ტრანსცენდენტალისტი იყო. იგი ცნობილია თავისი წიგნით ''უოლდენ'' და ესეთი, ''სამოქალაქო დაუმორჩილებლობა'', ინდივიდუალური წინააღმდეგობის არგუმენტირება სამოქალაქო მთავრობის წინააღმდეგ, მორალური ოპოზოცია უსამართლო სახელმწიფოში. მოგვიანებით, [[ბენჟამინ ტაკერი|ბენჟამინ ტაკერმა]] შეაერთა შტირნერის ეგოიზმი უორენისა და პრუდონის ეკონომიკასთან თავის გავლენიან ეკლეკტიკურ გამოცემაში ''თავისუფლება''.