ლიბერტარიანიზმი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 37:
მუტუალიზმი მეთვრამეტე საუკუნეში ინგლისური და ფრანგული მუშათა მოძრაობებით დაიწყო, სანამ მიიღებდა ანარქისტულ ფორმას, რომელიც ასოცირდებოდა [[პიერ-ჟოზეფ პრუდონი|პიერ-ჟოზეფ პრუდონთან]] საფრანგეთში და სხვებთან აშშ-ში. პრუდონმა შემოგვთავაზა [[სპონტანური წესრიგი]], სადაც ორგანიზაცია წარმოიქმნება ცენტრალური ავტორიტეტის გარეშე, „პოზიტიური ანარქია“, სადაც წესრიგი წარმოიშვება, როდესაც ყველა აკეთებს „იმას რაც სურს და მხოლოდ იმას რაც უნდა“ და სადაც „სოციალური წესრიგს მხოლოდ ბიზნესის ტრანზაქციები აწარმოებენ“. მნიშვენლოვანია ავღნიშნოთ, რომ პრუდონმა განასხვავა ერთმანეთისგან იდეალური და პრაქტიკული პოლიტიკური შესაძლებლობები. ამ მიზეზით, მისი თეორეტიკული განცხადებებისგან განსხვავებით უკიდურესი სპონტანური თვით-მმართველობის შესახებ, პრუდონი აქტიურად იყო ჩაბმული საფრანგეთის პარლამენტურ პოლიტიკაში და თავს აკუთვნებდა არა ანარქისტურ, არამედ მუშათა სოციალისტურ მოძრაობებს, ასევე მხარს უჭერდა სახელმწიფო დაცის ქვეშ არსებულ მუშათა კოოპერატივებს და პროპაგანდას უწევდა ზოგიერთ [[ნაციონალიზაცია|ნაციონალიზაციის]] სქემას თავისი სახელმწიფო სამსახურის კარიერის განმავლობაში.
 
მუტუალისტური ანარქიზმი ეხება ისეთ საგნებს, როგორიცაა თანამშრომლობა[[თანაზიარობა (კულტურ-ანთროპოლოგია)|თანაზიარობა]], თავისუფალი ასოციაცია, მოხალისეობრივი კონტრაქტი, ფედერაცია, საკრედიტო და სავალუტო რეფორმა. უილიამ ბეტჩელდერ გრინის მიხედვით, თითოეული მუშა მუტუალისტურ სისტემაში მიიღებს „ზუსტ გასამრჯელოს მისი სამუშაოსთვის; მომსახურებებს, რომლებიც თანაბარი ფასით გადაიცვლება სხვა მომსახურებებზე, მოგების ან ფასდაკლების გარეშე“. მუტუალიზმი რეტროსპექტიულად ხასიათდება, როგორც იდეოლოგიურად შუაში მყოფი ანარქიზმის ინდივიდუალისტურ და კოლექტივისტურ ფორმებს შორის. პრუდონი თავის მიზანს ახასიათდება, როგორც „საზოგადოების მესამე ფორმა, კომუნიზმისა და საკუთრების სინთეზი“.