ლიბერტარიანიზმი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 24:
===სტატისტური / ანარქისტული განსხვავება===
ლიბერტარიანელები განსხვავდებიან იმით, თუ რა ხარისხით უნდა შემცირდეს სახელმწიფოს უფლებები. ზოგიერთი მხარს უჭერს სახელმწიფოს არსებობას და ხედავს მას საჭიროდ, ამის პარალელურად ზოგიერთი უპირატესობას ანიჭებს უხელისუფლებო საზოგადოებას და სახელმწიფოს ხედავს როგორც არასასურველს, გამოუსადეგარს და საზიანოს. ხელისუფლების მხარდამჭერები ამტკიცებენ, რომ ბაზრის მიერ კონტროლირებადი თავდაცვა და სასამართლო ამახინჯებს სამართალს და აქცევს მას ფართომოხმარებად საქონლად, უქვემდებარებს მას ეკონომიურ ძალაუფლებას. მოწინააღმდეგეები ამტკიცებენ რომ სახელმწიფოს მიერ კონტროლირებადი თავდაცვა და სასამართლო არის როგორც ამორალური, ასევე არაეფექტური. ლიბერტარიანელი სოციალისტები თვლიან, რომ თავისუფლება შეუთავსებელია სახელმწიფოსთან, ასკვნიან ამას სახელმწიფოს კლასების ბრძოლის ანალიზის საფუძველზე.
 
== ეტიმოლოგია ==
ტერმინი მოდის ფრანგული სიტყვიდან ''libertaire''. სიტყვის გამოყენება „ლიბერტარიანელი“, იმისათვის რომ აღეწერათ რიგი პოლიტიკური პოზიციები, უკავშირდება სწორედ ამ ფრანგული სიტყვას - ''libertaire'', რომელიც ფრანგმა [[ანარქიზმი|ანარქისტმა]] [[ჟოზეფ დეჟაკი|ჟოზეფ დეჟაკმა]] შემოიღო, რათა განესხვავებინა თავისი [[ანარქისტული კომუნიზმი|ლიბერტარიანული კომუნისტური]] მიდგომა [[მუტუალიზმი|მუტუალიზმისგან]]. მას შემდეგ, [[1890]] წლიდან, ლიბერტარიანიზმი გამოიყენება [[მემარცხენე ანარქიზმი|მემარცხენე ანარქიზმის]] სინონიმად. აშშ-ს გარდა, სხვა ქვეყნებში ლიბერტარიანიზმი მიიჩნევა როგორც [[ანარქიზმი|ანარქიზმის]] სინონიმი.