ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 17:
 
== ფორმა ==
ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოიცემა წერილობით და უნდა შეიცავდეს შემდეგ რეკვიზიტებს<ref>[[#სზაკ|საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი]]ს 52¹-ე მუხლის 1-ლი ნაწილი</ref>:
* ნორმატიული აქტის სახე;
* ნორმატიული აქტის სათაური;
* ნორმატიული აქტის მიღების (გამოცემის) თარიღი და ადგილი (თუ ნორმატიულ აქტში შეტანილია ცვლილება ან დამატება, მათი შეტანის თარიღიც);
* ნორმატიული აქტის ძალაში შესვლის თარიღი და აქტის მოქმედების ვადა (თუ განსაზღვრული ვადითაა მიღებული);
* უფლებამოსილი თანამდებობის პირის ხელმოწერა;
* ნორმატიული აქტის მიმღები (გამომცემი) ორგანოს მიერ მინიჭებული სარეგისტრაციო ნომერი, ხოლო ნორმატიული აქტების სახელმწიფო რეესტრში შეტანის შემდეგ — აგრეთვე სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი.
 
საქართველოს უმაღლეს სახელმწიფო ორგანოთა (თანამდებობის პირთა) ნორმატიულ აქტებზე გამოსახული უნდა იყოს [[საქართველოს სახელმწიფო გერბი]], ხოლო ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა (თანამდებობის პირთა) ნორმატიულ აქტებზე — [[საქართველოს სახელმწიფო გერბი#მცირე სახელმწიფო გერბი|საქართველოს მცირე სახელმწიფო გერბი]] და შესაბამისი თვითმმართველი ერთეულის გერბი (ასეთის არსებობის შემთხვევაში)<ref>[[#სზაკ|საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი]]ს 52¹-ე მუხლის მე-2 ნაწილი</ref>.
 
== ძალაში შესვლა ==
ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ძალაში შესვლის აუცილებელი წინაპირობაა მისი საჯაროდ გამოცხადება. იგი უნდა გამოქვეყნდეს ოფიციალურ ბეჭდვით ორგანოში. აქტის ოფიციალურ (იურიდიული ძალის მქონე) გამოქვეყნებად ითვლება მისი სრული ტექსტის „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ვებგვერდზე პირველად გამოქვეყნება. ნორმატიული აქტები ელექტრონული ფორმით ქვეყნდება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის — „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ვებგვერდზე<ref>[[#ნაშ|„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონი]]ს 26-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილები</ref>.
 
ნორმატიული აქტი ძალაში შედის გამოქვეყნებისთანავე. ეს ნიშნავს, რომ ნორმატიული აქტი ძალაში შედის გამოქვეყნების დღეს, 24 საათზე. თუ ნორმატიულ აქტში მითითებულია, რომ იგი ძალაში უნდა შევიდეს გამოქვეყნებიდან განსაზღვრული დროის შემდეგ, ნორმატიული აქტის ძალაში შესვლის თარიღის ათვლის დროს გათვალისწინებული უნდა იქნეს მისი გამოქვეყნების დღე<ref>[[#ნაშ|„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონი]]ს 22-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილები</ref>.
 
== იხილეთ აგრეთვე ==