ვიკიპედია:მოქმედება რამდენიმე ანგარიშით: განსხვავება გადახედვებს შორის

შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 21:
*'''პოლიტიკისა ან სანქციებისგან თავის არიდება''': ვიკიპედიის პოლიტიკა მოქმედებს პიროვნებების და არა მათი ანგარიშების მიხედვით. მეორე ანგარიშის გამოყენება პოლიტიკის დასარღვევად გამოიწვევს სანქციებს როგორც მეორე, ასევე მომხმარებლის ძირითად ანგარიშზეც, ხოლო ამ ანგარიშისთვის უკვე არსებული დროებითი აკრძალვების ან ბლოკირების შემთხვევაში — მათ გახანგრძლივებას. იხილეთ ასევე [[ვიკიპედია:ბლოკირება|ვიკიპედიის პოლიტიკა ბლოკირების შესახებ]].
*'''ერთი და იმავე გვერდის რედაქტირება ან დისკუსია რამდენიმე ანგარიშით''': მომხმარებლებმა არ უნდა გამოიყენონ ერთზე მეტი ანგარიში ერთი და იმავე გვერდის რედაქტირებისათვის ან მიიღონ მონაწილეობა დისკუსიებში სხვადასხვა ანგარიშით სხვადასხვა პიროვნების სახელით. ერთი და იმავე გვერდის რედაქტირება კანონიერი ალტერნატიული ანგარიშით, ნათლად წარმოდგენილი ბმულით ძირითად ანგარიშზე, დაშვებულია (მაგალითად, იმ გვერდის რედაქტირება, რომელიც იმავე მომხმარებლის ბოტმა დაარედაქტირა).
*'''შემოწმების აცილება''': ალტერნატიული ანგარიშების გამოყენება თქვენი რედაქტირების ისტორიის განსაცალკევებლად ნიშნავს იმას, რომ სხვა მომხმარებლებს ეკარგებათ თქვენს წვლილში კანონზომიერების აღმოჩენის საშუალება. მიუხედავად იმისა, რომ ეს განსაზღვრულ შემთხვევებში დასაშვებია (იხ. [[#კანონიერიგამონაკლისი გამოყენებაშემთხვევები|კანონიერიგამონაკლისი გამოყენებაშემთხვევები]]), ალტერნატიული ანგარიშის შექმნა სხვა მომხმარებელთა დასაბნევად და მოსატყუებლად ამ პოლიტიკის დარღვევად ითვლება. სხვა მომხმარებლებს, შესაძლოა, კანონიერი ინტერესები ჰქონდეთ თქვენი წვლილის შესამოწმებლად.
*'''„კარგი“ და „ცუდი“ ანგარიშები''': ნიშნავს, ერთი ანგარიშით აკეთოთ კონსტრუქციული რედაქტირებები, ხოლო მეორე გამოიყენოთ დარღვევების განსახორციელებლად.
*'''ანგარიში, რომელითაც რამდენიმე პიროვნება სარგებლობს''': რადგან ანგარიში წარმოადგენს თქვენს რედაქტირებებს, როგორ ''ინდივიდუალურს'', [[m:Role account|ანგარიში, რომელითაც რამდენიმე პიროვნება სარგებლობს]], როგორც წესი, მიუღებელია და იბლოკება. გამონაკლისია თავად [[foundation:|ფონდ ვიკიმედიის]] შექმნილი ანგარიშები და [[ვპ:ბოტი|ბოტები]], რომელთაც რამდენიმე ზედამხედველი ყავთ. იხილეთ ასევე ვიკიპედიის [[ვიკიპედია:მომხმარებლის სახელი|პოლიტიკა მომხმარებელთა სახელების შესახებ]] ([[Wikipedia:Username policy#Sharing accounts|ინგლისურად]]).