ბარათაშვილები: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ახალი გვერდი: '''ბარათაშვილები''', ფეოდალური საგვარეულო XV-XIX საუკუნეების საქარ...
 
No edit summary
ხაზი 1:
'''ბარათაშვილები''', ფეოდალური საგვარეულო XV-XIX საუკუნეების საქართველოში. გვარის ფუძემდებელი იყო [[ქაჩიბაიძე, ბარათა|ბარათა ქაჩიბაიძე]] (ქაჩიბაძე), რომლის შვილები XV საუკუნი II ნახევრის მოღვაწენი, ჯერ კიდევ ქაჩიბაძის გვარს ატარებდნენ, მათი ჩამომავლები კი XV საუკუნის ბოლოდან უკვე ბარათაშვილებად იწოდებიან. ბარათაშვილების სამფლობელო საბარათიანო XV საუკუნის ბოლოსათვის ძირითადად ალგეთის, ქციისა და მაშავერის ხეობებს მოიცავდა (ამ ხეობებში სხვა ფეოდალებიც დლობდნენ ყმა-მამულს). მათ ეკუთვნოდათ ასობით სოფელი, ჰყავდათ დაახლოებით 250-300 აზნაური და 2500-3000 კომლი გლეხი. სამფლობელოს ცენტრი [[სამშვილდე]] იყო. ციხესიმაგრეები და სასახლეები ჰქონდათ აგრეთვე დმანისში, დარბასჭალაში, ტბისში, ენაგეთში და სხვა. მათი საგვარეულო მონასტრები და სასაფლაო იყო ფიტარეთისა და გუდარეხის მონასტრები, დმანისის ღვთისმშობლისა და სოფ. ქედის ეკლესიები.
 
ბარათაშვილები XVI-XVII საუკუნეებში ქართლის ხუთ დიდებულ თავადთა შორის ერთ-ერთი პირველნი იყვნენ და დიდ როლს ასრულებდნენ [[ქართლის სამეფო|ქართლის სამეფოს]] პოლიტიკურ ცხოვრებაში. ბარათაშვილების გვარის წარმომადგენლები იყვნენ მეწინავე სადროშოს - სომხით-საბარათიანოს სარდლები, მათ ხშირად ეჭირათ აგრეთვე [[სახლთუხუცესი|სახლთუხუცესის]], [[მდივანბეგი|მდივანბეგებისა]] და სხვა სახელოები. XVI-XVII საუკუნეებში ბარათაშვილებს გამოეყვნენ და ცალკე ფეოდალურ საგვარეულოებად ჩამოყალიბდნენ [[გოსტაშაბიშვილები]], [[გერმანოზიშვილები]], [[ზურაბიშვილები]], [[აბაშიშვილები]], [[ორბელიშვილ-ყაფლანიშვილები]], [[ფალავან-ხოსროშვილები]], [[იარალიშვილები]] და [[იოთამიშვილები]]. თვით ბარათაშვილები XVII საუკუნის II ნახევრიდან დაქვეითდნენ და პირველობა ყაფლანიშვილებს დაუთმეს.
 
ბარათაშვილების საგვარეულოს ცნობილი წარმომადგენლები იყვნენ [[ბარათაშვილი, ბარათა|ბარათა ბარათაშვილი]], [[ბარათაშვილი, მიხეილ|მიხეილ ბარათაშვილი]], [[ბარათაშვილი, ნიკოლოზ|ნიკოლოზ ბარათაშვილი]], [[ბარათაშვილი, სულხან|სულხან ბარათაშვილი]] და სხვები.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ბარათაშვილები“-დან