ივანე კრილოვი: განსხვავება გადახედვებს შორის

არ არის რედაქტირების რეზიუმე
'''ივანე კრილოვი ანდრიას ძე''' (დ. [[2 თებერვალი]]/[[13 თებერვალი]], [[1769]] (სხვა მონაცემებით - [[1768]]), [[მოსკოვი]] — გ. [[9 ნოემბერი]]/[[21 ნოემბერი]], [[1844]], [[პეტერბურგი]]), [[რუსები|რუსი]] იგავთმწერალი.
==ბიოგრაფია==
დაიბადა ღარიბი ოფიცრის ოჯახში. [[1782]]-იდან პეტერბურგში დასახლდა, მუშაობდა წვრილ მოხელედ. მისი პირველი ნაწარმოები - კომიკური ოპერა "[[მარჩიელი ქალი]]" ([[1782]]), მომდევნო რამდენიმე ტრაგედია და კომედია გამოირჩეოდა მამხილებელი პათოსით. [[1789]]-იდან სცემდა სატირულ ჟურნალს "პოჩტა დუხოვ", რომელიც მთავრობამ აკრძალა. იგივე ბედი ეწია [[1792]] დაარსებულ ჟურნალ "ზრიტელს". კრილოვი იძულებული გახდა პეტერბურგიდან წასულიყო.
 
პირველი [[იგავ-არაკი|იგავ-არაკები]] კრილოვმა [[1806]] მოსკოვში გამოაქვეყნა. ამავე წელს დაბრუნდა პეტერბურგში. [[1807]] შექმნა სატირული კომედიები "[[გაკვეთილი ქალიშვილებს]]" და "[[მოდების დუქანი]]". [[1809]] გამოვიდა კრილოვის იგავ-არაკების კრებული; სულ 9 კრებული - 200-მდე იგავი გამოსცა. კრილოვის იგავები რეალისტური, ჭეშმარიტად ხალხური შემოქმედების ნიმუშებია, რომლებშიც იშვიათი მხატვრული ძალით, ღრმა ფსიქოლოგიური სიმართლითა და სისადავით აისახა რუსი ხალხის ყოფა და ხასიათი, მისი შეხედულებები და მისწრაფებანი. კრილოვი ქადაგებდა ჰუმანურ იდეებს, ზნეობრივ სისპეტაკეს; დასცინოდა მლიქვნელობას, სიცრუეს, უმადურობასა და სხვ. მანკიერებებს ("[[გუგული და მამალი]]", "[[ბუზი და მგზავრი]]", "[[ღორი მუხის ქვეშ]]"). დიდად აფასებდა შრომის როლს საზოგადოების განვითარებაში, ებრძოდა უსაქმურობასა და პარაზიტიზმს ("[[ჭრიჭინა და ჭიანჭველა]]", "[[ფუტკარი და ბუზი]]", "[[ობობა და ფუტკარი]]"); ქებათა ქებას ასხამდა მომავლის საკეთილდღეოდ გამიზნულ უანგარო შრომას ("[[მოხუცი და სამი ახალგაზრდა]]"). სოციალურ-პოლიტიკური საკითხებისადმი მიძღვნილ იგავ-არაკებში კრილოვიამხელებდაკრილოვი ამხელებდა უქნარა თავად-აზნაურებს უპირისპირებდა მათ მშრომელი გლეხობას ("[[ფოთლები და ფესვები]]", "[[ბატები]]"), ააშკარავებდა მეფის მოხელეთა თვითნებობასა და ანგარებას ("[[ნადირთა ჭირი]]", "[[კვარტეტი]]", "[[გლეხი და ცხვარი]]"). კრილოვის უღრმესი პატრიოტიზმი გამოვლინდა [[1812]] სამამულო ომის წლებში შექმნილ იგავებში ("[[კატა და მზარეული]]", "[[მგელი საძაღლეში]]", "[[აღალი]]", "[[ყვავი და ქათამი]]").
 
კრილოვი დიდად პოპულარული იყო არა მარტო [[რუსეთი|რუსეთში]], არამედ სხვა ქვეყნებში, მათ შორის [[საქართველო| საქართველოშიც]]. [[1832]]-[[1833]] [[ორბელიანი, გრიგოლ|გ. ორბელიანმა]] თარგმნა კრილოვის 3 იგავი. [[1852]]-იდან მისი იგავების თარგმანები გვხვდება ჟურნალ "ცისკარში". ცალკე წიგნად პირველად [[1876]] გამოიცა (მთარგმნელი მ. ბებუთაშვილი), მეორედ - [[1878]] (მთარგმნელი [[რევაზ ერისთავი]]). [[1862]]-[[1906]] [[წერეთელი, აკაკი|აკაკი წერეთელმა]] ბრწყინვალედ თარგმნა და გადმოაკეთა კრილოვის 152 იგავი, რომლებიც მრავალჯერ გამოქვეყნდა ცალკე წიგნად. კრილოვს თარგმნიდნენ [[იოსებ გრიშაშვილი]], [[კონსტანტინე ჭიჭინაძე]], [[ალექსანდრე აბაშელი]], [[გრიგოლ ცეცხლაძე]], [[დავით გაჩეჩილაძე]], ვ. გორგაძე და სხვები.
==ლიტერატურა==
*''შადური ვ.,'' ქსე, ტ. 6, გვ. 31, თბ., 1983