საქართველოს სახელმწიფო გერბი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
დაემატა ახალი ცნობები
ხაზი 92:
გერბის ავტორები არიან: ძველი გერბის ავტორი, გრაფიკოსი და თეატრის მხატვარი [[იოსებ შარლემანი]] და მისი მეგობარი, მხატვარი აკადემიკოსი [[ევგენი ლანსერე]]. გერბში გამოყენებულია საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის გერბის მოტივი (ქართულ სტილში ორნამენტირებული შვიდ-ქიმიანი ვარსკვლავი) და ცენტრალურ ნაწილში - საბჭოთა სიმბოლიკა ([[ნამგალი და ურო]]), თავთავები და ვაზი კავკასიონის ფონზე. საინტერესოა ის ფაქტი, რომ 1922-24 წლების საქართველოს და [[ასფსრ]] ფულად ნიშნებზე (''ავტ.: ი. შარლემანი და ტერ-მიქოელიანი'') გამოყენებული გერბის ორნამენტირებული ვარსკვლავი თითქმის ძველი გერბის (საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის) იდენტურია, მხოლოდ ხუთ-ქიმიანია. გერბი უცვლელი დარჩა I კონსტიტუციის მიღების შემდეგაც (28 თებერვალი, 1922)<ref name="heraldicum-gru" />.
 
1937 წელს [[საქართველოს სსრ]] II კონსტიტუციის მიღებისას, რაც გამოწვეული იყო [[ამიერკავკასიის სფსრ]]-ს დაშლით და [[საბჭოთა კავშირი]]ს შემდგენლობაში უშუალო გაერთიანებით, შეიქმნა სპეეციალური კომისია, რომელმაც გერბის ცვლილებებზე დაიწყო მუშაობა. კომისიის აზრით გერბზე უნდა დამატებულიყო რესპუბლიკის სახელი, წითელი ვარსკვლავი (ჩაანაცვლა ძველი), ხოლო თავთავებსა და ვაზს შორის - ციტრუსი და ჩაი. ჩანს, მაშინვე მოხდა ფრანგული ტექსტის ამოღებაც. 1956 წელს საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმმა გამოსცა ბრძანებულება „საქართველოს სსრ სახელმწიფო გერბის დებულების შესახებ“, რომლითაც დაზუსტდა გერბის აღწერილობა და დადგენილ იქნა გამოყენების წესი:
 
{{ციტატა|საქართველოს სსრ სახელმწიფო გერბი შედგება წითელი წრიული ველისგან, რომლის ზედა ნაწილში გამოსახულია კაშკაშა ხუთქიმიანი ვარსკვლავი სხივებით განფენილი მთელ ველზე; ქვემოთ - ცისფერი დათოვლილი ქედია; მარჯვენა მხარეს - ოქროსფერი ხორბლის თავთავებია და მარცხენაზე - ოქროსფერი ვაზი ყურძნის მტევნებით. თავთავები და ვაზი ქედის ძირში, ველის ქვედა ნაწილში, ერთმანეთზეა გადაგრეხილი. ველის შუაში დიდი ადგილი უკავია ოქროსფერ ნამგალსა და უროს, რომელიც ზემოთ ვარსკვლავს ებჯინება და ქვემოთ - ქედის მწვერვალს, გვერდებზე კი - თავთავებსა და ვაზს. ველის გარშემო წარწერაა ორ ენაზე - ქართულად და რუსულად: „პროლეტარებო ყველა ქვეყნისა, შეერთდით!“. გერბი გარშემორტყმულია ქართული სტილის ორნამენტებით.|საქართველოს კონსტიტუცია, მუხლი 159}}
 
1956 წელს საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმმა გამოსცა ბრძანებულება „საქართველოს სსრ სახელმწიფო გერბის დებულების შესახებ“. 1978 წლის 15 აპრილს საქართველოს სსრ უმაღლესმა საბჭომ დაამტკიცამიიღო ახალი კონსტიტუცია, რომლის საფუძველზეც იმავე წლის 24 აპრილს პრეზიდიუმმა გამოსცა ბრძანებულება „საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის სახელმწიფო გერბის შესახებ“<ref>საქართველოს სსრ უზენაესი საბჭოს უწყებები, 1978 წ., N 4, მუხ. 68.</ref>, რომლითაც შემოღებულ იქნა გერბის ახალი გამოსახულება, ხოლო 1981 წლის 18 ივნისის ბრძანებულებით<ref>საქართველოს სსრ უზენაესი საბჭოს უწყებები, 1981 წ., N 6, მუხ. 108.</ref> – „საქართველოს სსრ სახელმწიფო გერბის დებულების“ ახალი რედაქცია, რომლის თანახმადაც ძველ გერბზე დამატებულ იქნა მხოლოდ წარწერა «საქ. სსრ»<ref name="heraldicum-gru" /><ref name="ფუტ81">[[#ფუტ81|ფუტკარაძე 1981]]: 39</ref>.
 
* '''საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის გერბი (1919-1921)''':