რანგაკუ: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 18:
იაპონელები აგროვებდნენ ინფორმაციებს ევროპელთა შესახებ და სწავლობდნენ ობიექტებს, რომლებიც [[აღმოსავლეთ-ინდოეთის კომპანია]]ს (შემოკლ. VOC = Vereenigde Oostindische Compagnie) შემოჰქონდა ქვეყანაში. განსაკუთრებული ინტერესის საგანს წარმოადგენდა მედიცინა, სამხედრო ტექნიკა, აგრარული მეცნიერებები. [[ევროპა]]ში მიმდინარე პოლიტიკური მოვლენები იწვევდა არანაკლებ ინტერესს. <br>
 
რამდენადმე განსხვავებულ ცნობებს გვაწვდიან თვითონ [[ნიდერლანდელები]], რომლებიც პირველნი იყვნენ, რომელთაცრომლებსაც იაპონურ მიწაზე ფეხის დადგმის უფლება მიიღეს. ისინი ყოველწლიურად იღებდნენ შეკვეთებს კუნძულ [[დეჯიმა|დეჯიმაზე]], მომავალ წელს კი აწვდიდნენ იაპონელ შემკვეთებს სასურველ [[წიგნი|წიგნებს]]. ადაპტირებულ წიგნებს დიდი გავლენა ჰქონდა სწავლულთა მცირე ჯგუფსა და ზოგ ამ წიგნიერ პირებთან ახლო კონტაქტში მყოფ ხელოვანებზე. <br>
 
'''რანგაკუს''' წყალობით იაპონია, მუხედავად რესტრიქტიული ხასიათის ურთიერთობისა უცხოეთთან, არ დახვდა მთლად მოუმზადებელი [[ამერიკელები|ამერიკელი]] [[მეთიუ პერი|მეთიუ პერის]] (Matthew Perry) დანაყოფებს , როცა ისინი [[1853]] წელს შავი ხომალდებით მოადგნენ [[ედოს ყურე|ედოს ყურეს]]; იაპონელებმა უკვე კარგად იცოდნენ დასავლეთის სახელმწიფოთა კოლონიალური მისწრაფებების შესახებ [[აზია|აზიაში]], შესწავლილი ჰქონდათ ტექნოლოგია და დასავლური ნოუ-ჰაუს გააზრების შედეგად მათ შესაძლებელი გახადეს [[XIX საუკუნე|XIX საუკუნის]] მეორე ნახევარში მოემზადებინათ ქვეყნის სწრაფი მოდერნიზირების მყარი საფუძველი.<br>
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/რანგაკუ“-დან