ანდრომედეს გალაქტიკა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
95.137.136.71-ის რედაქტირებები გაუქმდა; აღდგა ბოლოს EmausBot-ის მიერ რედაქტირებული ვერს
ხაზი 1:
[[ფაილი:Andromeda Galaxy (with h-alpha).jpg|მინი|250პქ|ანდრომედას გალაქტიკა]]
'''ანდრომედას გალაქტიკა''' (მეცნიერთა შორის ასევე ცნობილია როგორც '''M31''' და '''NGC 224''') — [[ირმის ნახტომი|ირმის ნახტომის გალაქტიკასთან]] ყველაზე ახლოს მდებარე [[სპირალისებური გალაქტიკა|სპირალისებური ტიპის]] დიდი [[გალაქტიკა]]. იგი ერთ ტრილიონამდემილიარდამდე ვარსკვლავისგან შედგება და 2,52 მილიონი [[სინათლის წელიწადი|სინათლის წლითაა]] დაშორებული [[მზის სისტემა|მზის სისტემისაგან]]. თავისი ზომით ანდრომედას გალაქტიკა რამდენჯერმე უფრო დიდია ირმის ნახტომთან შედარებით და [[ადგილობრივი ჯგუფი|გალაქტიკათა ადგილობრივ ჯგუფში]] (რომელიც ანდრომედას, ირმის ნახტომისა და [[სამკუთხედის გალაქტიკა|სამკუთხედის]] გალაქტიკებისა და რამდენიმე [[ჯუჯა გალაქტიკა|ჯუჯა გალაქტიკისგან]] შედგება) უდიდესია.
 
ანდრომედას გალაქტიკა არის ერთ-ერთი ყველაზე შორეული კოსმიური ობიექტი, რომლის დანახვაც შეუიარაღებელი თვალითაა შესაძლებელი. დედამიწიდან დაკვირვებისას გალაქტიკა [[ანდრომედას თანავარსკვლავედი|ანდრომედას თანავარსკვლავედის]] ნაწილად ჩანს, რის გამოც თანავარსკვლავედისავით მასაც მითოლოგიური პრინცესა [[ანდრომედა (მითოლოგია)|ანდრომედას]] სახელი ეწოდა.