აფხაზეთის სამთავრო: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
r2.7.2+) (ბოტის დამატება: hy:Աբխազական իշխանություն
No edit summary
ხაზი 1:
{{მრავალმნიშვნელოვნება*|აფხაზეთი (მრავალმნიშვნელოვანი)}}
[[ფაილი:Abkhazia princedom coa.jpg|მინიატიურამინი|აფხაზეთის სამთავროს გერბი [[ვახუშტი ბატონიშვილი|ვახუშტი ბატონიშვილის]] მიხედვით]]
'''აფხაზეთის სამთავრო''' — ფეოდალური სამთავრო [[XVII საუკუნე|XVII]]-[[XIX საუკუნე]]ების [[დასავლეთ საქართველო|დასავლეთ საქართველოში]]. საქართველოს სამეფო-სამთავროებად დაშლის დროს (XV საუკუნის II ნახევარი) აფხაზეთი ოდიშის ([[სამეგრელოს სამთავრო|სამეგრელოს]]) სამთავროში შედიოდა. XVI საუკუნის ბოლოდან აფხაზმა ფეოდალებმა [[შარვაშიძეები|შარვაშიძეების]] მეთაურობით იწყეს განკერძოებისათვის ბრძოლა, რომელიც XVII საუკუნის დასაწყისში დამთავრდა აფხაზეთის დამოუკიდებელი სამთავროს შექმნით.
 
== გეოგრაფია ==
[[ფაილი:Abkhazia 1843.jpg|მინი|აფხაზეთის სამთავრო 1843 წელს]]
აფხაზეთის სამთავროს სამხრეთ-აღმოსავლეთ საზღვარი იყო მდინარე [[კოდორი]]. აფხაზი ფეოდალები სამთავროს საზღვრების გასაფართოებლად ებრძოდნენ [[დადიანები|დადიანებს]], ცდილობდნენ დაჰპატრონებოდნენ სამეგრელოს მიწა-წყალს მდინარე კოდორის მარცხენა ნაპირზე. ბრძოლა ცვალებადი წარმატებით მიმდინარეობდა. ბოლოს, XVII საუკუნის მიწურულს შარვაშიძეებმა სამთავროს სამხრეთ-აღმოსავლეთი საზღვარი მდინარე [[ენგური|ენგურამდე]] გადასწიეს.