ჩინური ენა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 24:
 
== ჩინური (სინური) ენები - ერთი დამწერლობა ==
სახელწოდებით „ჩინური ენა“ აღინიშნება ჩინური სალიტერატურო ენის სტანდარდიზებული ვარიანტი ('''ფუთონღჳა''' (Pǔtōnghuà) ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში, ხოლო '''გუოჲო''' (Guóyǔ) ტაივანში.), რომელიც ჩინური დიალექტების დიდ ჯგუფს, - ე.წ. '''მანდარინს''' ('''ბეიჶიანღჳა''' (Běifānghuà), '''ბეიჶიან ჶიანგჲან''' (Běifāng Fāngyán), '''გუიანჰჳა''' (Guānhuà)) ეფუძნება და არსებითად პეკინის დიალექტს შეესაბამება. ამას გარდა, არსებობს შვიდი ჩინური ენა, ან დიალექტების ერთობა, რომლებიც თავის მხრივ ცალკეულ დიალექტებად განიშლებიან. ჩინურის ეს რვა ერთეული (სალიტერატურო ფორმის ჩათვლით) ჩინურ ტერმინოლოგიაში ტრადიციულად დიალექტებად (ჩინურად 方言 fāngyán '''ჶიანგჲან''') მოიხსენიებიან, მიუხედავად იმისა, რომ ამ ენობრივ ერთეულთა შორის არსებული განსხვავებების გათვალისწინებით დასავლეთში მათ ენებს უწოდებდნენ. დიდი დიალექტების ჯგუფებში თანამოსაუბრეთა შორის ურთიერთგაგებინება ყოველთვის არაა შესაძლებელი. განსაკუთრებით ეს შეეხება ჩრდილოაღმოსავლეთ-ჩინური დიალექტებსა და სამხრეთულ დიალექტებზე მოლაპარაკეებს. ზერეგიონული ურთიერთგაგებინების საშუალებად ჩინელთა შორის სალიტერატურო ჩინური ენა გამოიყენება, თუმცა რამდენიმე რეგიონს შორის ამ თვალსაზრისით ზოგჯერ სხვა დიალექტებიც შეიძლება გამოდგეს, როგორიცაა მაგ.; კანტონეზური.
 
ჩინური შრიფტი გარკვეულწილად ითვალისწინებს და ეფუძნება ზოგადიალექტური ურთიერთგაგებინების საშუალებებსაც, ვინაიდან ეტიმოლოგიურად მონათესავე მორფემები მიუხედავად რეგიონიდან რეგიონში მათი განსხვავებული წარმოთქმისა, ზოგადად, ყველა დიალექტში ერთნაირი სადამწერლო ნიშნებით გამოისახებიან. ამას კარგად გვიჩვენებს შემდეგი მაგალითი.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ჩინური_ენა“-დან