აკლდამა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
დაემატა ახალი ცნობები
დაემატა ახალი ცნობები
ხაზი 1:
'''აკლდამა''' (ძვ. ებრ. aqeldam — სისხლის ველი) — სამარხი ნაგებობა. ზოგჯერ ნაწილობრივ მიწაშია ჩაფლული. დაახლოებით იგივე, რაც ძვ. ქართული [[სამარხავი]]. სიტყვა „აკლდამა“ ქართულში შემოსული უნდა იყოს IV-V საუკუნეებში [[ქრისტიანობა|ქრისტიანობის]] გავრცელებასთან ერთად. შეიძლებოდა აკლდამის გახსნა და შიგ შესვლა. მას ჰქონდა ეზო, ზოგჯერ კიბიანი შესასვლელი, ერთი ან რამდენიმე სენაკი, მიცვალებულის დასასვენებელი [[საცხედრე]] და [[საძვალე]]. აგებდნენ მშრალი წყობით ან ქვითკირით, ქვათლილებით მოსავდნენ ან [[კამარა|კამარით]] ხურავდნენ. ზოგჯერ შიგნიდან შელესილი და მოხატული ან წარწერებით შემკული იყო. აკლდამაში მარხავდნენ ერთი საგვარეულოს წარმომადგენლებს. აკლდამის ტიპის ნაგებობებია [[:მავზოლეუმი]], ძვ. ეგვიპტური სამარხები — [[მასტაბა]], [[პირამიდა]]. ძვ. ბერძნული [[საკოფაგი]]. კათოლიკური ტაძრის საკურთხევლის ქვეშ მოწყობილი კრიპტი. გათხრილი და შესწავლილია მეფეთა და წარჩინებულთა ბევრი უძველესი აკლდამა.
 
[[საქართველო]]ში აღმოჩენილია [[ქართლის სამეფო |ქართლის სამეფო]]ს მესვეურთა, წარჩინებულთა და მათი ოჯახის წევრთა მავზოლეუმის ტიპის აკლდამები მცხეთაში (I საუკუნე, [[მცხეთის აკლდამა]]), ბაგინეთში (II საუკუნე). გარდა ამისა , აკლდამები გათხარეს ივრის სიონში (V—VIII საუკუნეები), [[ხორნაბუჯი]]ს მიდამოებში (V—VIII საუკუნეები) და სხვა. აღსანიშნავია [[ხევსურეთი|ხევსურეთში]] სოფელ [[მუცო]]ს ქვით ნაშენი ოთხკუთხა აკლდამები. მათ შიდა კედლებზე ქვის თაროების და ზედ ადამიანთა ჩონჩხები აწყვია. საყურადღებოა აგრეთვე ანატორის აკლდამები ([[შატილი (დუშეთის მუნიციპალიტეტი)|შატილთან]]).
 
ხალხურ მეტყველებაში აკლდამა უმთავრესად ქვით ან აგურით ნაგები სამარხია ერთი ან რამდენიმე მიცვალებულის დასაკრძალავად.
 
==იხილეთ აგრეთვე==
*[[საძვალე]]
==ლიტერატურა==
*''თედორაძე, გ.,'' ხუთი წელი ფშავ-ხევსურეთში, ტფ., 1930;
*''მენთეშაშვილი ს.,'' მიცვალებულთა დამარხვისა და სამარხეების ტერმინოლოგიისათვის, «საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის მოამბე», 1944, 12B;
{{ქსე|9|251|ლომთათიძე გ.}}
 
[[de:Gruft]]
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/აკლდამა“-დან