გურჯაანის მუნიციპალიტეტი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
→‎რელიეფი: clean up using AWB
ხაზი 24:
=== რელიეფი ===
 
გურჯაანის მუნიციპალიტეტის [[რელიეფი]] მის უდიდეს ნაწილში დაბალმთიანია, ზოგან არის საშუალმთიანი რელიეფიც. ტერიტორიის ძირითადი სიმაღლე მერყეობს 300-450 მეტრიდან 850-1000 მეტრამდე. მუნიციპალიტეტი [[მდინარე]] ალაზნის აუზში ვრცელდება. ცენტრალურ ნაწილში აღმართულია გომბორის საშუალდაბალმთიანი ქედი. [[გომბორის ქედი]] აქ [[საგარეჯოს მუნიციპალიტეტი]]დან იჭრება. იგი აგებულია ცარცული და ნეოგენური თიხებით, [[ქვიშაქვა|ქვიშაქვებით]], [[კირქვა|კირქვებით]], კონგლომერატებითა და ტუფოგენური დანალექი წყებებით. ყველაზე ახალგაზრდა [[გეოლოგია|გეოლოგიური]] ფორმაციაა ე.წ. ცივის წყება, რომლის ჯამური სიმძლავრე თითქმის 2000 მ-ია. გომბორის ქედის ჰიდროგრაფიული ქსელი უმეტესწილად მცირეწყლიანია. ძირითადად დანაწევრებულია ხშირი ხევ-ხეობების ქსელით. მასზეა [[მთა|მთები]]: ცივი, მანავისცივი, გომბორი, ვერონა, კოდა, ჟატისმთა, მთავარი მოწყალე, ტბისწვერი, ხარისთავი და ა.შ. გადასასვლელებიდან აღსანიშნავია ჩალაუბნის უღელტეხილი (ზ.დ.[[ზღვის დონე|ზღვის დონიდან]] 750 მ). გურჯაანის მუნიციპალიტეტის გარეთ გომბორის ქედი თანდათანობით დაბლდება, ბორცვნალ სერად იქცევა და უერთდება [[ივრის ზეგანი|ივრის ზეგანს]].
 
მუნიციპალიტეტის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში იჭრება ივრის ზეგნის მონაკვეთი. იგი აგებულია ძირითადად ნეოგენურ მეოთხეული თიხებით, ქვიშაქვებით, კირქვებითა და კონგლომერატებით. მას ახასიათებს ვაკე-ბორცვიანი რელიეფი. მუნიციპალიტეტის ფარგლებში ივრის ზეგანი წარმოადგენს ტალღოვან ვაკეს, რომლის სიმაღლე 400-500 მეტრია. აქ ზეგნის კალთები მშრალი ხევ-ხეობებით არის დანაწევრებული.