იოანე II (ბიზანტია): განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 1:
{{წყარო}}
{{მმართველი
|ქვეყანა = [[ბიზანტიის იმპერია|ბიზანტიის იმპერიის]]
Line 28 ⟶ 27:
}}
'''იოანე II კომნენოსი''' ([[ბერძნული ენა|ბერძ.]]: Ίωάννης Β΄ Κομνηνός); (13 სექტემბერი, 1087 - 8 აპრილი, 1143); ბიზანტიის იმპერატორი [[1118]] - [[1143]] წლებში. მას უწოდებდნენ კალოიოანეს (რაც ნიშნავს მშვენიერ, მოხდენილ იოანეს). ის იყო ალექსი კომნენოსის და მისი მეუღლის ირინა დუკინას უფროსი ვაჟი. ის [[კომნენოსთა რესტავრაცია|კომნენოსთა რესტავრაციის]] პერიოდის მეორე იმპერატორს წარმოადგენდა. იოანე იყო ღვთისმოშიში და მთელი ცხოვრება მიუძღვნა იმ ზიანის აღმოფხვრას, რაც მის იმპერიას ნახევარი საუკუნის წინ [[მანასკერტის ბრძოლა|მანასკერტის ბრძოლისას]] მიადგა. თავისი ოცდახუთწლიანი მმართველობის განმავლობაში მან კავშირი დაამყარა დასავლეთში [[საღვთო რომის იმპერია|საღვთო რომის იმპერიასთან]] , საბოლოოდ დაამარცხა [[პაჭანიკები]] [[ბალკანეთი|ბალკანეთში]] და პირადად გაუძღვა მრავალ კამპანიას [[თურქ-სელჩუკები|თურქების]] წინააღმდეგ [[ანატოლია|მცირე აზიაში]]. იოანეს კამპანიებმა ფუნდამენტალურად შეცვალა ძალათა თანაფარდობა აღმოსავლეთში, თურქებს აიძულა გადასულიყვნენ თავდაცვაზე და ბიზანტიელებს დაუბრუნა მრავალი ქალაქი თუ ციხესიმაგრე ანატოლიის გარწვრივ, სანაპირო ზოლზე. სამხრეთ - აღმოსავლეთში მან ბიზანტიის კონტროლი განავრცო მდინარე [[დიდი მენდერესი|მეანდრიდან]] დასავლეთში, ტარსუსამდე და [[კილიკია|კილიკიამდე]] აღმოსავლეთში. იმ მიზნით რომ ბიზანტიის იმპერატორის დემონსტრირება მოეხდინა [[ქრისტიანობა|ქრისტიანული]] სამყაროს ლიდერად, ის მარშით შევიდა წმინდა მიწაზე ბიზანტიელთა და ჯვაროსანთა ერთიანი ლაშქრით, მიუხედავად იმისა, რომ ის უდიდესი მხნეობით,ძლიერებითა და ენერგიულობით მოითხოვდა მუსლიმი მტრების წინააღმდეგ კამპანიას, იოანეს იმედები გაუცრუვდა როდესაც ჯვაროსნებმა მას განზრახულად უღალატეს საბედისწერო მომენტში. იოანეს მმართველობის ხანაში იმპერიის მოსახლეობამ კვლავ იმატა და დაახლოებით 10 მილიონს შეადგენდა. იოანე საყოველთაოდ იყო ცნობილი თავისი ზომიერი და სამართლიანი მმართველობით. ის არის უაღრესად გამორჩეული მაგალითი მორალურად ამაღლებული მმართველისა იმ ხანაში, როდესაც სისასტიკე ნორმას წარმოადგენდა.
 
==რესურსები ინტერნეტში==
[http://www.britannica.com/EBchecked/topic/304737/John-II-Comnenus|ენციკლოპედია ბრიტანიკას სტატია იოანე II კომნენოსზე]
 
[[კატეგორია:ბიზანტიის იმპერატორები]]